საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატკლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრა

დებატკლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრა

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული ჩვენი დებატების კლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ასეთი წარმატებული და გულშემატკივარი სკოლების მაგალითებზე დავინახეთ, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ხელმძღვანელების, ადმინისტრაციისა და ზოგადად სკოლის ჩართულობას და მხარდაჭერას დებატების კლუბების და მთლიანობაში მომავალი თაობის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს

თბილისის დებატების სკოლის პირველი შეხვედრა

დებატების სკოლის პირველმა პირისპირ შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე.
დარწმუნებული ვართ, რომ დებატების სკოლაში მოხვედრილი თითოეული კანდიდატთან მუშაობა, გასაუბრებისას გაჩენილ პოზიტიურ მოლოდინებს გადააჭარბებს.

მასწავლებლების სერტიფიცირება

ჩვენი პროექტის #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის ფარგლებში, მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებულ სერტიფიცირების ცერემონიალს ესწრებოდნენ მასწავლებლები კახეთიდან, იმერეთიდან, თბილისიდან, შიდა ქართლიდან, აჭარიდან, რაჭადან და ახლა უკვე, სამეგრელოდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ზემო აჭარიდან და სვანეთიდან.
მასწავლებლები, რომლებიც დიდი კონკურსის გზით შეირჩნენ, ტრენინგებზე დაეუფლნენ დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკებს.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული დებატების ზეგავლენის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დიდი მადლობა განსაკუთრებული აქტიურობისა და ჩართულობისათვის ჩვენს მოწვეულ სტუმრებს

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ბოდბეში

დებატკლუბი პირისპირ რეჟიმში ბოდბეშიც გაიხსნა.
მოხარულები ვართ, რომ შევძელით და მოვხვდით ისეთ სკოლაში, სადაც მასწავლებლის მოტივაცია და დაინტერესება მთებსაც კი გადადგამს.
რამდენიმე კლუბის პირისპირ გახსნა ჩვენი მთავარი მონაპოვარია ამ პანდემიის მძიმე პირობებში.

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ანაგაში

დებატკლუბების პირისპირ გახსნებიც აქტიურად გრძელდება.
მოხარულები ვართ, რომ ანაგაშიც ასეთი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდები შეგვხვდნენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოსწავლეების მოწესრიგებული და მონდომებული დახვედრა, როცა ასეთ რთულ დღეებში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი ელოდებოდნენ ჩვენთან შეხვედრას, სხვა სკოლებში ჩვენი შეყოვნების გამო.

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ილიაწმინდაში

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დებატების კლუბების პირისპირ გახსნაც წარმატებით დავიწყეთ.
გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული და დაინტერესებული სკოლები გავიცანით, სადაც ბავშვების ჩართულობა დებატების კლუბში უკვე იმდენად მაღალია, რომ საკუთარი ხელით დამზადებული ჩვენი პროექტის პოსტერიც კი დაგვახვედრეს.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების აქტიურობამაც, კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

საწრეო მუშაობა ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაგვეგრძელებინა საწრეო მუშაობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ასეთი გასაოცარი, დაინტერესებული ახალგაზრდების ადგილზე მონახულება ჭიათურის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სუპერვიზირებამ ადგილობირვ სპეციალისტებთან ასე წარმატებულად ჩაიარა.

სიღნაღში ახალი პროექტი დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში დებატებისთვის სამზადისი აქტიურად დაიწყო.
ბოდბისხევში და წნორში ძალიან საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდები გავიცანით.

თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე

ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაც დებატების სკოლის კონკურსანტებთან შედგა და ღია კარის დღემაც წარმატებით ჩაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ამდენი ახალი ნათელი, მოტივირებული და ანთებული სახის დანახვა, მათი მოლოდინების გაცნობა და ჩვენი დებატების სკოლის კურსადმთავრებულების შეფასებების მოსმენა.

გვიხარია, რომ მიუხედავად მრავალი წინაღობისა, იმ 15 მოსწავლის გაცნობა პირისპირ მაინც შევძელით, ვინც პირველი დარეგისტრირდა.

კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ 5 ოქტომბრამდე შეავსონ რეგისტრაციის ფორმა და გაიარონ კონკურსი დებატების სკოლაში მოსახვედრად https://forms.gle/Nv1cwXhDVaqt7JKx5

6 ოქტომბერს 20:00 საათზე კი გაიმართება დებატების სკოლის ონლაინ პრეზენტაცია.

ადგილები ძალიან შეზღუდულია და წელს მხოლოდ 1 ჯგუფის გახსნა იქნება შესაძლებელი.

თბილისის დებატების სკოლა გაიხსნა ერთი წლის წინ პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

დებატები უკეთესი განათლებისთვის – შემაჯამებელი ღონისძიება

გაიმართა დებატების ტურნირის  საუკეთესო  სპიკერების  და  ფინალისტების,  ასევე პროექტში ჩართული წარმატებული  სკოლების დაჯილდოების  ცერემონიალი.  ღონისძიება, რომელიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, ჩატარდა  გუდავაძე-პატარკაციშვილის   ფონდის  მიერ  მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE)  პროექტის  „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში.  სერიტიფიცირების  ცერემონიალს  დაესწრნენ  და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

  • ეკატერინე  დგებუაძე   –  საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   მინისტრის მოადგილე
  • დავით სონღულაშვილი  – დარგობრივი  ეკონომიკისა  და  ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
  • დალი მინდიაშვილი – გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
  • ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარაკაციშვილის  ფონდის დირექტორი
  • გაბრიელა მანისტა – პოლონეთის დებატების ფონდის გამგეობის წევრი

ვულოცავთ ჩვენი პროექტის ყველა მონაწილეს მიღწეულ წარმატებას.

250-მდე სტუდენტმა ილიას სახელმწიფო, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო და ბათუმის შოთა-რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან სრულად გაიარა დებატების სასწავლო კურსი.
დაჯილდოვდნენ ტოპ სპიკერები და გამარჯვებული გუნდის წევრები რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირებიდან, რომელშიც ჩაერთო 500-მდე მონაწილე საქართველოს 6 რეგიონიდან.
ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დებატების კლუბის ყველა ხელმძღვანელს, მოსწავლეს და ყველა სტუდენტს, ვინც ასეთი თავდადებით, შემართებითა და ინტერესით ჩაერთო ჩვენს პროექტში.