ადგილობრივად არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა 2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის ,,ადგილობრივად არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა” ფარგლებში ჩაერთო 200-ზე მეტი ახალგაზრდა გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან.
ახალგაზრდების 6 თვის განმავლობაში უტარდებოდათ ინტენსიური ტრენინგები და შემდგომ აქტიურად იყვნენ ჩართულნი დებატების კლუბებში.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ჩაატარეს პრობლემების მოკვლევა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რომლის შედეგადაც ჩატარდა მოკვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დებატები.
ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და საჯარო დებატების გამართვის შემდეგ პროექტში ჩართულმა მონაწილეებმა შეიმუშავეს საპროექტო წინადადებები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც წარადგინეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიასთან.
პროექტის დასრულების შედეგად ჩართული აქტიური ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით.