საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატების ეროვნული ტურნირი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მონაწილეების დაჯილდოება

დებატების ეროვნული ტურნირი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მონაწილეების დაჯილდოება

პროექტის”დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა დებატების ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები თბილისის მწვანე სკოლაში. 

ტურნირის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეროვნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატების საგნის, კლუბებისა და სკოლების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა.

შესარჩევი რაუნდების შემდეგ ჩატარდა ტურნირის ფინალური ეტაპი სემეკში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – თამარ მახარაშვილი
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – დავით ნარმანია
  • ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი – ნუგზარ ბერიძე
  • გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი

ღონისძიებაზე მოხდა ეროვნული ტურნირის მონაწილეების სერტიფიცირება. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები და გამარჯვებულები.

განსაკუთრებული მადლობა ტურნირის მხარდამჭერებს და პარტნიორებს:

  • გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
  • სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
  • ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
  • თბილისის მწვანე სკოლა
  • ლუტეცია

პირველი საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში – ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ლატვიური დებატების ორგანიზაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საერთაშორისო საჯარო დებატები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასა და საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში. 

ამერიკული აკადემიის საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის დებატების კლუბის, დებატების სკოლის და მწვანე სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა, რომლებიც ივლისში სრული დაფინანსებით პრაღაში მიემგზავრებიან.

საგარეჯოს საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების მოსწავლეებმა და დებატების სკოლის წევრებმა. საჯარო დებატი საგანგებოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების ხელმძღვანელებისთვის გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, რესურსცენტრის და სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის საგანგებო შეხვედრა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომლებიც გადიან დებატების სასწავლო კურსს. შეხვედრაზე ასევე აქტიურად ჩაერთო ფაკულტეტის დეკანი.