ჩვენი წინასაახალწლო და ამ წლის ბოლო შეხვედრა დებატსკოლის წევრებთან. სულ მალე მათ კიდევ უფრო გასაოცარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ საახალწლო ფილმის შეფასებებიდან.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
ჩვენი წინასაახალწლო და ამ წლის ბოლო შეხვედრა დებატსკოლის წევრებთან. სულ მალე მათ კიდევ უფრო გასაოცარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ საახალწლო ფილმის შეფასებებიდან.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
საახალწლოდ განსაკუთრებულად მორთული და შთამბეჭდავი ქ. თბილისის N149 საჯარო სკოლით ვამთავრებთ ამ წლის სუპერვიზირებებს ჩვენს პროექტში #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის. ძალიან გვიხარია, რომ ასეთ საოცარ გარემოში კიდევ უფრო მეტად გასაოცარ დებატების კლუბთან მოგვიწია წლის ბოლოს შეხვედრა
ერთიორად გვახარებს ჩვენი სუპერვიზირებების დროს ასე აქტიურად ჩართულ მოსწავლეებთან შეხვედრა, რომლის ნათელი მაგალითიც გვქონდა თბილისის N14 საჯარო სკოლაში.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
საქართველოს პარლამენტში პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია UNICEF Georgiaს და ნორვეგიის მთავრობის მიერ, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სკოლების, მასწავლებლების დაკომპლექტების, გადამზადებისა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ჩართვის შესახებ.
მოხარულები ვართ, რომ შევხვდით ასეთ მოტივირებულ და დაინტერესებულ მოსწავლეებს ქალაქ თბილისის N155 საჯარო სკოლაის დებატკლუბში. სკოლასთან უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და მუდმივად გვახარებს ასეთი აქტიური მასწავლებლის და მოსწავლეების ნახვა, რომლებსაც მიუხედავად აბიტურიენტობისა, მაინც სურთ დებატების კლუბში სწავლის გაგრძელება.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
ყოველი პირისპირ შეხვედრა ჩვენი დებატსკოლის მოსწავლეებთან განსაკუთრებული შთამბეჭდაობით ხასიათდება. გამონაკლისი არც ეს ბოლო შეხვედრა იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დარბაზში. განსაკუთრებული მადლობა მუზეუმის განათლების დეპარტამენტს ასეთი მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. თქვენთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა!
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
„მას შემდეგ რაც დებატებში ჩავერთეთ, არაჩვეულებრივი ტურნირების, სწავლებისა და თავგადასავლების მომსწრე გავხდით მე და ჩემი მოსწავლეები. თითქოს ერთი დიდი ოჯახი ვართ, იმდენი რამ გამოვიარეთ ერთად“ – დებატკლუბის ხელმძღვანელი კარდენახიდან, ნანა შაკიაშვილი, რომელიც უკვე ტურნირებსაც მსაჯობს, საუბრობს მიღებულ პროფესიულ გამოცდილებაზე.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის საჯარო სკოლა გამორჩეულია. იმდენად დიდია მოსწავლეების ინტერესი და ადმინისტრაციის მხრიდან ისეთი მხარდაჭერა აქვთ, რომ აქ ერთდროულად ორი დებატების კლუბი მოქმედებს. – „დირექცია და ადმინისტრაცია ყველანაირად მხარს გვიჭერს ჩვენი სკოლის ორივე დებატების კლუბს; ჩვენთან ერთად არიან ჩართულები საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ღონისძიებებსა და ისეთ აქტივობებში, როგორიცაა საჯარო დებატები. მთელი სკოლა მუდმივად იზიარებს ჩვენს სიხარულსა და წარმატებას.“ – განაცხადა ნანა შაკიაშვილმა.
გერმანული ენის პედაგოგი პირველად დებატებში გასაუბრების შედეგად მოხვდა. მაშინვე მიხვდა, რომ ძალიან უნდოდა დებატების კლუბის ჩამოყალიბებაში მიეღო მონაწილეობა. „ჩემი ჩართვის მიზეზი ის ადამიანები იყვნენ, ვინც პირველად ვნახე გასაუბრებაზე და იმდენად დამაინტერესა მათთან ურთიერთობამ, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყავი! შედეგმა კი მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. დებატებში ასე აქტიურად ჩემი და შემდეგ ჩემი მოსწავლეების ჩართვა და წარმატებები, მართლაც გასაოცარი ამბავია, რაც განპირობებული იყო სწორად GIDE-ის მიერ მოწოდებული მასალებით, ჯანსაღი და სასიამოვნო დამოკიდებულებით და მუდმივი თანამშრომლობით. აქ ჩვენთვის ყოველთვის სცალიათ, ყოველთვის ზრუნავენ, ცდილობენ ახალ-ახალი გამოცდილება გაგვიზიარონ, ყველანაირად მხარი დაგვიჭირონ, წაგვახალისონ“,-აღნიშნა ნანა შაკიაშვილმა.
სამი წლის განმავლობაში კარდენახის საჯარო სკოლის დებატების კლუბმა საინტერესო გზა გაიარა: დებატებიდან დებატებამდე, არაერთი ტრენინგი და ეროვნული ტურნირი, საინტერესო თავგადასავალი და აღიარება. მოსწავლეების ცოდნა და შესაძლებლობები გაიზარდა, დებატების ტექნიკის შესწავლასთან ერთად ეს მნიშვნელოვნად აისახა მათ პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაზე.
„დებატების დროს ბავშვებთან თვალსაჩინოდ ჩანს პირველ სიტყვას როგორ მხნედ, მაგრამ დაძაბულად ამბობენ, შემდეგ კი შლიან ფრთებს და ზოგჯერ ისე შედიან როლში, ვერც წარმოიდგენ ადამიანი, რომ ეს ის გაუბედავი ახალგაზრდები არიან, ცოტა ხნის წინ რომ უჭირდათ საუბარი“. დებატების კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, ნანა შაკიაშვილისთვის არანაკლებ საინტერესო იყო მსაჯის გამოცდილება. ამ საპატიო ტიტულს, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საპასუხისმგებლოდ მიიჩნევს.
„სამი თუ ოთხი წლის წინ დაიწყო ჩემი დებატებთან ურთიერთობა, მაგრამ მგონია, რომ დებატებთან ერთად ვარ მთელი ცხოვრებაა. დებატების ტექნიკას ვიყენებ როგორც ხელოვნებაში, ასევე მუსიკასა და ყოველგვარ ურთიერთობაში. ამ ახალმა პროფესიამ და დებატების ორგანიზაციის განსაკუთრებულ ადამიანებთან ურთიერთობამ ისე ჩამითრია, რომ უკვე ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება“. – ამბობს დებატკლუბის ხელძღვანელი კარდენახიდან, ნინო კორკოტაშვილი.
“ძალიან მინდა ჩემმა მოსწავლეებმა დებატები აღიქვან როგორც ხელოვნება”, – ნინო კორკოტაშვილისთვის დებატების სწავლება წლების წინ ახალი გამოწვევა იყო, შემდეგ კი ახალ გატაცებად იქცა. ის პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად სამუსიკო სკოლის მენეჯერია. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული აქვს, სიახლეების სიყვარულმა ახალ პროფესიასთან დააკავშირა. მოდებატე მოსწავლეების წარმატებებმა და სკოლის დირექტორის და მასწავლებლების მხარდაჭერამ მოტივაცია კიდევ უფრო გაუმყარა.
კარდენახი ერთ-ერთი დიდი სოფელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ისტორიული წარსულითა და ისტორიული გმირებით. დღეს სოფლის საინტერესო ისტორიას ახალგაზრდა მოდებატეები ქმნიან. საჯარო სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობს. როგორც ნინო ამბობს, წელიწადზე მეტია სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ბავშვებს სამი სოფლის მოშორებით უწევთ სასწავლო პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ეს არ გამხდარა ხელისშემშლელი გარემოება დებატების კლუბის უწყვეტი ფუნქციონირებისათვის, ისევე როგორც ხშირად ცვალებადი სასწავლო რეჟიმი, როცა მოდებატეები უპრობლემოდ იკრიბებიან ონლაინ პლატფორმაზეც და დებატების ტექნიკას ეუფლებიან.
ნინო კორკოტაშვილისთვის ძალიან საამაყოა, რომ უკვე აქტიურ ასპარეზზე ხედავს თავის გამოზრდილ მოდებატეებს. დღეს ისინი რაიონის ახალგზარდულ საბჭოსა და სხვა საზოგადოებრივ პოზიციებზე არიან წარმოდგენილი. ნინოს მომზადებულმა მოდებატეების 3 გუნდმა საკმაოდ მაღალი შეფასებები დაიმსახურა ბოლო ეროვნულ ტურნირზეც.
პირველად დებატების კლუბში არააქტიური, არაყოჩაღი და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების გაწევრიანებამ დიდი გაკვირვება გამოიწვია. „დამრიგებელს როცა წარვუდგინე მოსწავლეების სია, გაუკვირდა – ამ მოსწავლემ რა უნდა გააკეთოს დებატზე, გაკვეთილზე თუ ძალა არ დავატანე ხმას არ იღებსო – და მისდა გასაკვირად, ეს ბიჭი ყველაზე გამორჩეული მოდებატე გახდა მოდებატეებს შორის,”- სიამაყით აღნიშნავს ნინო.
გურჯაანის ახალგაზრდების საოცარმა აქტიურობამ საშუალება მოგვცა, რომ პირისპირ ჩაგვეტარებინა მოსამზადებელი სამუშაოები Tech Park Gurjaani • გურჯაანის ტექნოპარკი-ში
უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა სიღნაღის მოტივირებულ და დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მოსამზადებელი მეცადინეობები პირისპირ სიღნაღის ეროვნული მუზეუმში ჩაგვეტარებინა.
გვიხარია, რომ წარმატებული მასწავლებლების დაჯილდოება მოვახერხეთ ადგილზე სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.