საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოება გურჯაანში

დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოება გურჯაანში

განსაკუთრებულად სასიამოვნო ვითარებში ჩაიარა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალმა გურჯაანში.

მოხარულები ვართ, მასწავლებლების ასეთი მოტივაციით, მადლიერებით და პოზიტიური შეფასებებით დებატების სწავლებაზე. მათ გაგვიზიარეს თუ როგორი მნიშვნელოვანია დებატების ტექნიკა, როგორც მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ასევე მათი პროფესიული წინსვლისთვის, რაც ნებისმიერი საგნის სწავლებისას ადგებათ.

შეხვედრაზე აქტიურად ჩაერთო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, დალი მინდიაშვილი და დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.

დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში

2023 წლის ივლისში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში, საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) მიერ.

ფორუმში, პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში შერჩეულმა, ქართულმა დელეგაციამ სრული დაფინასნებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთან ერთად კი ჩართული იყო 200 მოსწავლე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა იაპონია, ფინეთი, ავსტრია, ესტონეთი, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ლატვია და სხვა.

ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაციის მოსწავლეები წარმატებულად და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ტრენინგ-ვორშოფებში. გარდა ამისა, საგანგებოდ მოწვეულმა დებატების საერთაშორისო ტრენერმა, ქეთო მაღრაძემ, წარმატებულად ჩაატარა ვორქშოფი ფორუმზე, სადაც გამოჩნდა მოსწავლეების მაღალი მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტიური შეფასებები.

ფორუმის ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი. ტურნირის ფინალი კი გაიმართა პრაღის მერიაში, სადაც საგანგებოდ მიიწვიეს ტურნირის ყველა მონაწილე. აღსანიშნავია, ქართული დელეგაციის განსაკუთრებული მიღწევები ტურნირზე, მათ შორის ქართველების გამარჯვება ისრაელის და ესპანეთის გუნდებთან დებატისას. ტურნირს აქტიურად უმსაჯა დებატების საერთაშორისო ტრენერმა და მსაჯმა, ქეთო მაღრაძემ.

გარდა ამისა, დებატების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებსა და მოსწავლეებს გავუმასპინძლდით ქართული სამზარეულოთი, რაზეც განსაკუთრებული შეფასებები მივიღეთ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.