Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

ორდღიანი ტრენინგები რეგიონებში

ორდღიანი ტრენინგები რეგიონებში

პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ლაგოდეხის, თბილისის, გურჯაანის, წალკის, სამტრედიის, ფოთის, ბაღდათის, თელავის, ბათუმის, ხაშურის, კასპის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, ჩოხატაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, წარმატებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები.

​ტრენინგების ფარგლებში ჩატარებული აქტივობები მიმართულია ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

საჯარო დებატები საქართველოს რეგიონებში

პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, წალკის, გურჯაანის, სამტრედიის, თელავის, თბილისის, სიღნაღის, ხაშურის, გორის, კასპის, ონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა საჯარო დებატი წარმატებით გამართეს.

პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.

თემატური კლუბების სუპერვიზირება

პროექტის “არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში” ფარგლებში, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, გორის, მცხეთის, ხაშურის, სიღნაღის, თბილისის, კასპისა და ონის მუნიციპალიტეტებში თემატური კლუბების მუშაობის სუპერვიზირება წარმატებით ჩატარდა.

კლუბებს საგანგებოდ გადამზადებული ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ.

პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.