საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატების სკოლა

დებატების სკოლა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 13 წლიდან მოსწავლეთა თბილისის დებატების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით

პირდაპირი თუ ონლაინ 1 -2 საათიანი შეხვედრები გაიმართება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით

სწავლების პროცესში მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა, ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს მოსწავლეებს ხელს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პირველ ეტაპზე შეავსოთ საკონკურსო განაცხადი shorturl.at/dqzQ3

აპლიკაციის შევსების ვადა 30 სექტემბერს იწურება და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტები მოხვდებიან გასაუბრებაზე და შემდეგ დაკომპლექტდება ჯგუფი

დებატების სკოლის მოსაწვლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო აქტივობასა თუ კონკურსში

დებატების ბანაკი აჭარელი ახალგაზრდებისთვის

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა დებატების ბანაკი ბორჯომში.

დებატების ბანაკში მონაწილეობას იღებდნენ აჭარელი მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც შეირჩნენ კონკურსისა და სამოტივაციო წერილების მეშვეობით.

ბანაკის ფარგლებში აჭარელ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგები დებატების ტექნიკაში, რის შედეგადაც ჩატარდა დებატების ტურნირი ორივე ნაკადზე, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის.

ქართველების წარმატებები დებატების საერთაშორისო აკადემიაში – WSDA 2020

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში გაიმართა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ.

დებატების მასშტაბურ ფორუმში, რომელიც წელს უკვე ოცდამეათედ გაიმართა, ოცზე მეტი ქვეყნის ორასზე მეტი მოსწავლე და ორმოცდაათამდე დებატების წარმატებული მასწავლებელი და ტრენერი იღებდა მონაწილეობას აშშ-იდან, დიდი ბრიტანეთიდან, სინგაპურიდან, ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. დებატების საერთაშორისო აკადემია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

დებატების საერთაშორისო ფორუმში საქართველოდან 5 საუკეთესო მოდებატე ჩაერთო, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის – მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსის ტოპ ოცეულში მოხვედრის შემდეგ რამდენიმე ეტაპიანი კონკურსი გაიარეს დებატების საერთაშორისო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად. საბოლოოდ კი შეირჩა 5 საუკეთესო მოდებატე თბილისის და კახეთის სკოლებიდან, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში.

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, ხარაგაულსა და გურჯაანში

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით პროექტის: დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ყველაზე აქტიური, გამორჩეული და საუკეთესო მონაწილეები მთელი საქართველოდან.
ღონისძიება ითვალისწინებდა მონაწილეებისთვის ხელსაყრელ ლოკაციებზე შეხვედრას, პროექტის შეჯამებასა და დაჯილდოებას. პირველი ნაწილი გაიმართა თბილისში, შემდეგ კი გაგრძელდა ხარაგაულსა და გურჯაანში.
გამოცდილი და გამოუცდელი საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსის გამარჯვებულთა ათეულებში და ასევე გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, კონრად-ადენაუერის ფონდის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, ბრენდირებული პრიზებით, სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებითა და საკანცელარიო თუ სხვა საჩუქრებით.
ასევე, მასწავლებლები, რომლებმაც გახსნეს დებატების კლუბები მთელი საქართველოს მასშტაბით და აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში მთელი წლის განმავლობაში, დაჯილდოვდნენ სასაჩუქრე ბარათებითა და სერტიფიკატებით.
თბილისის, ხარაგაულის და გურჯაანის განხორციელებულ ღონისძიებებზე სტუმრებს მიმართეს და სიტყვით გამოვიდნენ:

📌დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თვამჯდომარე

📌ღასან ხალილი – გაეროს ბავშვთა ფონდის წამომადგენელი საქართველოში

📌ეკა დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

📌მაკა ბერიძე – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

📌ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი

📌კობა ლურსმანაშვილი – ხარაგულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი

📌მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი

📌გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი

📌პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუდენტები