Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

წარმატებულად ჩატარდა დებატების მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია პროექტის “დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მასწავლებლები დააჯილდოვეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა.

პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს დებატების კლუბის გამოცდილმა ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა საკუთარი  გამოცდილება და მიღწეული შედეგები პრეზენტაციის სახით გაუზიარეს. მომხსენებლებმა განიხილეს დებატების ტექნიკისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მნიშვნელობა, ასევე მათი როლი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებაში.

კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პედაგოგები, სკოლების, პროფესიული სასწავლებლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები.