2018 წლიდან სსიპ „საკანონმდებლო მაცნეს“ მხარდაჭერით აქტიურად ფუნქციონირებს მაცნეს დებატების კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან თბილისის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები. კლუბში გაწევრიანება ხდება ყოველწლიურად კონკურსისა და გასაუბრების გზით, კლუბის შეხვედრები იმართება სისტემატიურად ყოველკვირეული დატვირთვით.
საკანონმდებლო მაცნეს დებატების კლუბის მიზანია მომავალმა სამართალმცოდნეებმა შეისწავლონ დებატების ტექნიკა და საჯარო გამოსვლების ხელოვნება, განივითარონ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, გამოიმუშაონ გუნდური მუშაობის კულტურა.