დებატები უკეთესი განათლებისთვის – პირველი ფაზა 2020
გუდავაძე-პატარკაციშვილი ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც 2020 წლის თებერვალში დაიწყო, მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
პროექტის პირველი ფაზა თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად კი მოხდა პროექტის მოდიფიკაცია და აქტივობების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.
პროექტის პირველი ფაზის სამიზნე რეგიონებია: თბილისი, იმერეთი, კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი.
პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში მოხდა მასწავლებელთა ინტენსიური ტრენინგი, სერტიფიცირება, შემდგომ დებატების კლუბების გახსნა და მასწავლებელთა აქტიური სუპერვიზირება. ასევე წარმატებულად ჩატარდა საჯარო დებატები, რეგიონული, ნაციონალური და საერთაშორისო ტურნირები და სიტყვით გამოსვლის ონლაინ კონკურსი.
გარდა ამისა, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში შემუშავდა საუნივერსიტეტო დებატების სწავლების კურიკულუმი სტუდენტებისთვის ევროპელ კოლეგებთან ერთად, რის შედეგადაც დაიწყო და გაძლიერდა დებატების ტექნიკის სწავლება თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტებში.