ჩვენი ძირითადი მისიაა ხელი შევუწყოთ როგორც ახალგაზრდებში, ასევე ზრდასრულებში გამართული და დასაბუთებული მჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებას, საგანმანათლებლო/ფორმალური დებატების სწავლების გზით.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
- საგანმანათლებლო დებატების სწავლება, პოპულარიზაცია და გავრცელება საქართველოში, სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებატების კლუბებისა თუ სასწავლო საგნების შექმნის წახალისებისა და მათი საქმიანობის კოორდინაციის გზით;
- საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში მონაწილეობა მიზნობრივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, სასწავლო პროგრამების შექმნის, სააკრედიტაციო სისტემის ფორმირებისა და სახელმძღვანელოების შემუშავების გზით;
- სკოლის მოსწავლეების და სტუდენტებისათვის დებატების სწავლებისა და მათთვის სპეციალური შეჯიბრებების, ტურნირების თუ საგანმანათლებლო ბანაკების მოწყობის საშუალებით სრულფასოვანი და თავისუფალი მოქალაქის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობა. ასევე, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაცია და საზოგადოების წარმომადგენლებამდე მიტანა.