საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსი

სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსი

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ (GIDE) იწყებს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციას, პანდემიის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ონლაინპროექტის სახით. ის ითვალისწინებს სიტყვით გამოსვლების კონკურსს საგანმანათლებლო დებატკლუბების წევრი მოსწავლეებისთვის ქვეყნის ყველა რეგიონიდან. პროექტი ხორციელდება „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით და მის მიზანს წარმოადგენს ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას თანამედროვე საკომუნიკაციო ან ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არ გავჩერდეთ და არ შევწყვიტოთ საგანმნათლებლო აქტივობები, სწორედ ამიტომ ის რაც გვინდოდა ცოცხალი კონტაქტებით განხორციელებულიყო, ახლა დისტანციურად, ონლაინ გთავაზობთ!

GIDE-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინკონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღონ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებმა, ვინც არიან სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები და რომლებიც წარმოადგენენ დებატკლუბის ხელმძღვანელის სპეციალურ სარეკომენდაციო წერილს.

სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსში მონაწილეობის მსურველმა, უნდა ჩაწეროს 4-წუთიანი ვიდეორგოლი, რომელშიც უნდა იყოს ასახული სიტყვით გამოსვლა, სადაც იქნება მოყვანილი მოსწავლის პოზიცია და არგუმენტაცია შემდეგ თემებიდან (რეზოლუციებიდან) ერთ-ერთთან კავშირში:

  1. ონლაინ (ლაივ) მეცადინეობები გამართლებულია/გაუმართლებელია
  2. ვიდეოჩანაწერებით სწავლება გამართლებულია/გაუმართლებელია
  3. საქართველოში fake news-ებთან გამკაცრებული ბრძოლა გამართლებულია

მსურველებმა ვიდეორგოლები და სარეკომენდაციო წერილები 31 მაისამდე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე gedebate@gmail.com, ან მოგვწეროთ ჩვენს Facebook გვერდზე https://www.facebook.com/DebatesGeorgia/

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომელიც მიიღებს შემდეგი სახის პრიზებსა და საჩუქრებს:

I ადგილი ·         პლანშეტი

·         დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·         შესაბამისი სერტიფიკატი

II ადგილი ·         ელ. წიგნი (kindle)

·         დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·         შესაბამისი სერტიფიკატი

III ადგილი ·         პორტატული დინამიკი

·         დებატების ნაციონალურ ტურნირზე უკონკურსოდ მონაწილეობა

·         შესაბამისი სერტიფიკატი

IV ადგილი ·         გარე დამტენი (powerbank)

·         ქვიშის წამზომი

·         შესაბამისი სერტიფიკატი

V ადგილი ·         ყურსასმენი

·         შესაბამისი სერტიფიკატი

 

სოფო ვეფხვაძე

599733306

sopo.vepkhvadze@gmail.com

დებატები უკეთესი განათლებისთვის – მასწავლებელთა ტრენინგები

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მასწავლებელთა პირველი ტრენინგის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ოთხ დღიანი ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონების და თბილისის საჯარო სკოლებიდან დაეუფლნენ დებატების ტექნიკას,  დებატების კლუბების შექმნისა და შემდგომში მათი მართვის შესაძლებლობებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მათი შერჩევა ორ ეტაპად კონკურსის მეშვეობით მოხდა. მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პედაგოგს ტრენინგში მონაწილეობა პროექტის მომდევნო ეტაპებზე შეეძლება.

ტრენინგის შემდეგ მასწავლებლები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში” გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ლალი კალანდაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი, გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი, პროექტის პარტნიორები, მხარდამჭერები, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.