2019 წლის 23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია. ლექციაზე მოწვეული სტუმარი იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი – ესმა გუმბერიძე.
საჯარო ლექციის თემა იყო: “ახალგაზრდების ძალა გაეროში”.
მოწვეულმა სპიკერმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელის მისია და მიზანი და თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტუდენტებმა მსგავს პროექტებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.