
თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე მშობლის გამოწვევები
2019 წლის 13 დეკემბერს კერძო სკოლა “ჯეჯილში” გაიმართა თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: “თანამედროვე მშობლის გამოწვევები”. ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა შემდეგ საკითხებზე:
- ელექტრომოწყობილებების (“გაჯეტების”) ზეგავლენა მშობლებსა და შვილებზე;
- ცოცხალი კომუნიკაციების როლი და სირთულეები თანამედროვე ოჯახში, კონკრეტული რეკომენდაციები და მათი ეფექტიანობა;
- მშობლების ღირებულებათა სისტემებისა და ზოგადად პრიორიტეტების მნიშვნელობა მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბებაში;
- შვილების ინტერესთა სფეროების წახალისება;
- მადლიერების გრძნობა და მისი განვითარება შვილების აღზრდისას