ჩვენი პროექტის #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის ფარგლებში, მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებულ სერტიფიცირების ცერემონიალს ესწრებოდნენ მასწავლებლები კახეთიდან, იმერეთიდან, თბილისიდან, შიდა ქართლიდან, აჭარიდან, რაჭადან და ახლა უკვე, სამეგრელოდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ზემო აჭარიდან და სვანეთიდან.
მასწავლებლები, რომლებიც დიდი კონკურსის გზით შეირჩნენ, ტრენინგებზე დაეუფლნენ დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკებს.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული დებატების ზეგავლენის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დიდი მადლობა განსაკუთრებული აქტიურობისა და ჩართულობისათვის ჩვენს მოწვეულ სტუმრებს
დებატკლუბების პირისპირ გახსნებიც აქტიურად გრძელდება.
მოხარულები ვართ, რომ ანაგაშიც ასეთი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდები შეგვხვდნენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოსწავლეების მოწესრიგებული და მონდომებული დახვედრა, როცა ასეთ რთულ დღეებში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი ელოდებოდნენ ჩვენთან შეხვედრას, სხვა სკოლებში ჩვენი შეყოვნების გამო.
პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დებატების კლუბების პირისპირ გახსნაც წარმატებით დავიწყეთ.
გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული და დაინტერესებული სკოლები გავიცანით, სადაც ბავშვების ჩართულობა დებატების კლუბში უკვე იმდენად მაღალია, რომ საკუთარი ხელით დამზადებული ჩვენი პროექტის პოსტერიც კი დაგვახვედრეს.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების აქტიურობამაც, კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.