საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

მასწავლებელთა ტრენინგი და სერტიფიცირება

მასწავლებელთა ტრენინგი და სერტიფიცირება

პროექტის – დებატები უკეთესი განათლებისთვის – რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მეორე ფაზაში შეირჩნენ მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ნარჩევი ჯგუფი კომპლექტდა და ტრენინგები ჩაუტარდათ დებატების ტექნიკასა და კლუბის მართვაში თბილისის, ბათუმის,ზესტაფონის, საჩხერის, ონის, ხაშურის, გორის, მეტეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ტიბაანის, არხილოსკალოს მასწავლებლებს.
ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად ჩატარდა მასწავლებლეთა სერტიფიცირება რეგულაციების სრული დაცვითა და პირველად, ჰიბრიდულ რეჟიმში.
მასწავლებლების სერტიფიცირების დასრულების შემდეგ აქტიურმა კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს დებატების კლუბების გახსნა როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ შეხვედრებით.

მოკვლევის პრეზენტაცია და პირველი საჯარო დებატი გურჯაანის პროექტის ფარგლებში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზება გურჯაანის მუნიციპალიტეტში” პირველმა ღონისძიებამ გურჯაანელ ახალგაზრდებთან წარმატებით ჩაიარა.

ღონისძიებაში როგორც თავად გურჯაანის, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
პროექტი ითვალისწინებს ადვოკატირების პროცესს, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ადგილობრივად არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი პრობლემების შესწავლასა და შემდგომში, გადაჭრის გზების მოძებნას საპროექტო წინადადებების წარდგენის სახით.
ამ ეტაპზე მოხდა მთელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ ჩატარებული მოკვლევის პრეზენტაცია. შემდეგ კი მათ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ პრობლემაზე გაიმართა საჯარო დებატი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის რესურსცენტრი და სხვა დაინტერესებული პირები.