
მოკვლევის პრეზენტაცია და პირველი საჯარო დებატი გურჯაანის პროექტის ფარგლებში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზება გურჯაანის მუნიციპალიტეტში” პირველმა ღონისძიებამ გურჯაანელ ახალგაზრდებთან წარმატებით ჩაიარა.
ღონისძიებაში როგორც თავად გურჯაანის, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
პროექტი ითვალისწინებს ადვოკატირების პროცესს, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ადგილობრივად არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი პრობლემების შესწავლასა და შემდგომში, გადაჭრის გზების მოძებნას საპროექტო წინადადებების წარდგენის სახით.
ამ ეტაპზე მოხდა მთელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ ჩატარებული მოკვლევის პრეზენტაცია. შემდეგ კი მათ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ პრობლემაზე გაიმართა საჯარო დებატი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის რესურსცენტრი და სხვა დაინტერესებული პირები.