საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

საჯარო დებატების კვირეული “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” კამპანიის ფარგლებში დასრულდა

საჯარო დებატების კვირეული “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” კამპანიის ფარგლებში დასრულდა

“ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” კამპანიის ფარგლებში ჩატარებული საჯარო დებატების კვირეული დასრულდა!

ორთვიანი კამპანია განხორციელდა ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II“-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით.

მოდებატეებმა 2-თვიანი ინტენსიური მომზადება გაიარეს. ისინი აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის, თბილისის და კახეთის დებატკლუბებს წარმოადგენენ! მომზადების შემდეგ კამპანიის ფარგლებში 6 ონლაინ საჯარო დებატი ჩატარდა!

სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსი დასრულდა

ონლაინკონკურსში მთელი საქართველოდან 222 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაგან თითოეული დისტანციური დებატების კლუბის სისტემატიურ მეცადინეობებს ესწრებოდა მთელი სემესტრის განმავლობაში.

ყველა იმ მონაწილეს, რომელმაც დააკმაყოფილა ძირითადი მოთხოვნები, გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო ყველა სერტიფიცირებულს მიეცა შესაძლებლობა გაიაროს ზაფხულში სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგი დებატების ნაციონალური ტურნირისათვის.

ტოპ ოცეულში, რომელიც ორ საუკეთესო ათეულად შეირჩა, მოხვდნენ როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მოსწავლეები. ისინი გარდა ფასიანი საჩუქრებისა და წინასწარ შეთანხმებული მოწვევებისა, დაჯილდოვდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიზით; მათ ეძლევათ შანსი გაიარონ კონკურსი საერთაშორისო დებატების საზაფხულო აკადემიაში მოსახვედრად.