კატეგორია: სიახლეები
საჯარო დებატები საქართველოს რეგიონებში
პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ლაგოდეხის, სამტრედიის, ონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა საჯარო დებატი წარმატებით გამართეს.
პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.
თემატური კლუბების სუპერვიზირება
სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე.
ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანთლებლო ინსტიტუტში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ.
სტაჟირების უპირატესობები:
- პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან მუშაობის გამოცდილებასაც გაგიზიარებენ დებატების სფეროში
- მაქსიმალურად სწავლაზე მორგებული სამუშაო, ჰიბრიდული გრაფიკი
- შესაბამისი ანაზღაურება
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დებატებისა და განათლების ინსტიტუტში დასაქმების შესაძლებლობა
- მრავალფეროვანი გარემო, სადაც დებატების პროგრამის დაუფლების შესაძლებლობაც იქნება
დებატების სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:
- პროექტების კოორდინატორი/მენეჯერი
- სოც. მედია მენეჯერი
- გრანტების მენეჯერი
სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3-6 თვის განმავლობაში (რაც დამოკიდებულია სტაჟიორის ეფექტიანად მუშაობაზე).
პროგრამაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიროთ კონკურსის პირველი ეტაპი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაზე (მაღალი მოტივაციის შემთხვევაში შეგიძლიათ კონკურსის გავლა სამივე მიმართულებაზე).
სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში შეუძლიათ გაიარონ როგორც სტუდენტებმა, ასევე კურსდამთავრებულებმა, რაც მთავარია არ არის აუცილებელი გქონდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებაში სამუშაო გამოცდილება, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მოტივაციას, ინტერესსა და უნარებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა 2026 წლის 15 მაისამდე:
https://forms.gle/DWZnaqKvLLdwaq296
პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება
წარმატებულად ჩატარდა ჩვენი პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოხდა პროექტის მონაწილეების დაჯილდოება და დებატების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულების გამოვლენა.
დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ პროექტის მხარდამჭერი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალოების შემსრულებელი და პროექტში ჩართული 20 მუნიციპალიტეტის მონაწილეები.
მართლაც ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების ასეთი პოზიტიური შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მოსმენა დებატებისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ.
არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის
პროექტის ” არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის” წარმატებულად ჩატარდა 5-დღიანი ტრენინგები საქართველოს შემდეგი 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით: თბილისი, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, გორი, წალკა, ჩხოროწყუ, ონი, ფოთი და ბათუმი.
პროექტის ფარგლებში დებატების ტექნიკაში ინტენსიური ტრენინგების წარმატებულად გავლის შემდეგ ჩატარდა საჯარო დებატები თორმეტივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით.
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2024 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში.
დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის 2024-25
დაიწყო დებატების სკოლაში მოსწავლეთა მიღება VII კლასიდან.
8 თვიან სასწავლო პერიოდში, მოსწავლეები შეძლებენ:
- ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლებას
- კრიტიკული აზროვნების განვითარებას
- პრეზენტაციების მომზადებას
- დროის მართვას
- გუნდურობას
- მოკვლევის წარმოებას
- ოპონენტის პატივისცემასა და იმ ყველაფერს, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
დებატების სკოლის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებს.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/4KTCVxMhKuZMsP6i6
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მითითებულ ბმულს ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306
ეროვნული ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” შემაჯამებელი ღონისძიება
დებატების ეროვნული ტურნირი გარემოსდაცვით თემატიკაზე წარმატებულად ჩატარდა
დებატების ეროვნული ტურნირი გარემოსდაცვითთემატიკაზე წარმატებულად ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრო ტურნირის მხარდამჭერი, თეგეტას შვილობილი ორგანიზაციის “თეგეტა გრინ პლანეტის” დირექტორი, შალვა ახვლედიანი.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატკლუბებისა და სკოლების აქტიურმა და ძალიან მოტივირებულმა მოსწავლეებმა.
დებატების ეროვნული ტურნირი ჩატარდა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილი ფონდის მიერ.
“თეგეტა გრინ პლანეტთან” ერთად, ტურნირი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.
წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით
დედამიწის დღესთან დაკავშირებით წარმატებულად ჩატარდა ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე.
დებატების ეროვნული ტურნირი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
დებატების ეროვნული ტურნირის მიზანია, დებატების ტექნიკის გამოყენებით გარემოსდაცვითი თემის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ უკვე არაერთი წელია ხორციელდება გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
