
ესმა გუმბერიძის საჯარო ლექცია: ქართველი ახალგაზრდების ძალა გაეროში
23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია. ლექციაზე მოწვეული სტუმარი იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ამჟამინდელი წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე.
საჯარო ლექციის თემა იყო: “ახალგაზრდების ძალა გაეროში”
მოწვეულმა სპიკერმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელის მისია და მიზანი. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტუდენტებმა მსგავს პროექტებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა