პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში განხორციელდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი თბილისში, ხარაგაულსა და გურჯაანში
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით პროექტის: დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში დაჯილდოვდნენ ყველაზე აქტიური, გამორჩეული და საუკეთესო მონაწილეები მთელი საქართველოდან.
ღონისძიება ითვალისწინებდა მონაწილეებისთვის ხელსაყრელ ლოკაციებზე შეხვედრას, პროექტის შეჯამებასა და დაჯილდოებას. პირველი ნაწილი გაიმართა თბილისში, შემდეგ კი გაგრძელდა ხარაგაულსა და გურჯაანში.
გამოცდილი და გამოუცდელი საუკეთესო მოსწავლეები, რომლებიც მოხვდნენ სიტყვით გამოსვლის ონლაინკონკურსის გამარჯვებულთა ათეულებში და ასევე გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, კონრად-ადენაუერის ფონდის მიერ განხორციელებულ აქტივობებში, დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით, ბრენდირებული პრიზებით, სხვადასხვა ელექტრომოწყობილობებითა და საკანცელარიო თუ სხვა საჩუქრებით.
ასევე, მასწავლებლები, რომლებმაც გახსნეს დებატების კლუბები მთელი საქართველოს მასშტაბით და აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტში მთელი წლის განმავლობაში, დაჯილდოვდნენ სასაჩუქრე ბარათებითა და სერტიფიკატებით.
თბილისის, ხარაგაულის და გურჯაანის განხორციელებულ ღონისძიებებზე სტუმრებს მიმართეს და სიტყვით გამოვიდნენ:
📌დავით სონღულაშვილი – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თვამჯდომარე
📌ღასან ხალილი – გაეროს ბავშვთა ფონდის წამომადგენელი საქართველოში
📌ეკა დგებუაძე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
📌მაკა ბერიძე – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
📌ზურაბ კერვალიშვილი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი
📌კობა ლურსმანაშვილი – ხარაგულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი
📌მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი
📌გურჯაანის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
📌პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და სტუდენტები