საჯარო დებატები საქართველოს რეგიონებში
პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, საგარეჯოს, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, წალკის, გურჯაანის, სამტრედიის, თელავის, თბილისის, სიღნაღის, ხაშურის, გორის, კასპის, ონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა მოტივირებულმა ახალგაზრდებმა საჯარო დებატი წარმატებით გამართეს.
პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით.
