საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

ანდრეს ხ. კრუზი დებატკლუბის მნიშვნელობის შესახებ ამერიკულ აკადემიაში

ანდრეს ხ. კრუზი დებატკლუბის მნიშვნელობის შესახებ ამერიკულ აკადემიაში

ანდრეს ხ. კრუზი დებატკლუბის მნიშვნელობის შესახებ ამერიკულ აკადემიაში

„ჩვენი დებატკლუბის მოსწავლეების მიღწევები იმდენად მაღალია, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ყოველწლიურად ერთი მოსწავლე მაინც მიდის საერთაშორისო ფორუმზე ამერიკული აკადემიიდან“ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორი ანდრეს ხ. კრუზი დებატების კლუბის 20 – წლიანი ისტორიის შესახებ

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში ერთ-ერთი პირველი სკოლაა, სადაც დებატების კლუბი დაარსების დღიდან გაიხსნა და 20 წლიან ისტორიას ითვლის.

აკადემია, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა, თავიდანვე მოწოდებული იყო შეესრულებინა სანიმუშო სკოლის როლი ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის პროცესში, რაც გულისხმობდა სწავლების მეთოდების თანამედროვე ინტერაქტიური მეთოდოლოგიით შეცვლას, კრიტიკული ანალიზის, წერითი უნარ-ჩვევებისა და შემოქმედებითი აზროვნების დამკვიდრებას სასწავლო პროცესში.

როგორც აკადემიის დირექტორი ანდერს ხ. კრუზი აღნიშნავს, დებატების კლუბის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი მოვლენაა აკადემიისთვის, რადგან მოსწავლეებს უყალიბდებათ ის აუცილებელი უნარები, რაც შემდგომში უკვე მათი წარმატების საწინდარია ნებისმიერ სფეროში, სკოლაში აკადემიური მოსწრებით დაწყებული, ამა თუ იმ პროფესიის გზის არჩევით დამთვარებული.

„მიღწევები იმდენად მაღალია ჩვენი დებატკლუბის მოსწავლეების, მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ ყოველწლიურად ერთი მოსწავლე მაინც მიდის საერთაშორისო ფორუმზე ამერიკული აკადემიიდან“ – განაცხადა ანდერს ხ. კრუზმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, ამერიკული აკადემიის მოსწავლეების წარმატება რეგიონულ და ნაციონალურ ტურნირებშიც, რის შემდგომაც მოსწავლეებს ეძლევათ უნიკალური შანსი საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის.

განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს ის უკუკავშირები, რასაც ჩვენ ვიღებთ ამერიკული აკადემიის დებატკლუბის წევრი იმ მოსწავლეებისაგან, რომლებიც გვიზიარებენ, თუ როგორი დიდი როლი ითამაშა დებატების კლუბის წევრობამ მათი წარმატებების მიღწევაში  ევროპისა და ამერიკის ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიცაა ჰარვარდი, ვესტ პოინტი, იელი, და სხვა.

დებატების კლუბში მიღებული განათლება და ცოდნა ყოველწლიურად 20-მდე ახალი კურსდამთავრებულისთვის ქმნის უდაო  წარმატების საფუძველს.

გარდა ამისა, ამერიკული აკადემიის მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ იმ უპირატესობებს, რაც დებატკლუბის მოსწავლეებს აქვთ აკადემიურ სწავლებაში კლუბში გაწევირანების შემდეგ.

აკადემიის 20 წლიანი  ისტორიის მანძილზე დებატების კლუბს განსაკუთრებული დატვირთვა მსოფლიოში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეც აქვს.

„ადამიანები სწავლობდნენ და ასწავლიდნენ დებატებს ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში. დებატები ავითარებს ძალიან ბევრ უნარს, ეს უნარები ყოველთვის ძალიან მნიშვნლოვანი იყო. ვფიქრობ, ჩვენ გადავდივართ იმ მსოფლიო წესრიგში, სადაც ხალხს არ სურს სხვისი აზრის მოსმენა, ეს ტენდენცია განსაკუთრებით იკვეთება ქართულ პოლიტიკაში, სადაც იშვიათად ვისმენთ დებატს ან დიალოგს. ადამიანები აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას ისე რომ არ უსმენენ ერთამნეთს. მიმაჩნია რომ აზრის ჩამოყალიბებასთან ერთად სხვა ადამიანის მოსმენის კულტურა გადამწყვეტია“, – განაცხადა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორმა ანდერს ხ. კრუზმა.