Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატების სკოლის შეხვედრა ეროვნულ გალერეაში

დებატების სკოლის შეხვედრა ეროვნულ გალერეაში

თბილისის დებატების სკოლა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ და ჰიბრიდულად.

ჩვენი მასპინძელი Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ადგილი აღმოჩნდა დებატების სკოლის წევრებისთვის, სადაც მოსწავლეებმა, გამოფენის ნახვის შემდეგ იმსჯელეს, იმუშავეს ჯგუფებში და განიხილეს ნამუშევრები და ეპოქა.

პრეზენტაციების მომზადებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო მეთოდების შესწავლასაც შეუდგნენ.

ახალი პროექტი UNICEF-თან

ჩვენი პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი” პირველი შეხვედრა პარლამენტში უკვე შედგა.
მოხარულები ვართ, რომ UNICEF Georgia-ს მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტითან ერთად აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საჯარო სკოლის მოსწავლეებთვის.

დებატკლუბის გახსნა სვანეთში

გვიხარია, რომ დებატების ტექნიკის სწავლება უკვე ხელმისაწვდომი გახდა ისეთ მაღალმთიან მხარეშიც, როგორიც სვანეთია.
კიდევ უფრო საამაყოა, რომ მესტიის დებატკლუბის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ეუფლებოდა ჩვენს სასწავლო კურსს სტუდენტობისას.

დებატკლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრა

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული ჩვენი დებატების კლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ასეთი წარმატებული და გულშემატკივარი სკოლების მაგალითებზე დავინახეთ, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ხელმძღვანელების, ადმინისტრაციისა და ზოგადად სკოლის ჩართულობას და მხარდაჭერას დებატების კლუბების და მთლიანობაში მომავალი თაობის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს

თბილისის დებატების სკოლის პირველი შეხვედრა

დებატების სკოლის პირველმა პირისპირ შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე.
დარწმუნებული ვართ, რომ დებატების სკოლაში მოხვედრილი თითოეული კანდიდატთან მუშაობა, გასაუბრებისას გაჩენილ პოზიტიურ მოლოდინებს გადააჭარბებს.

მასწავლებლების სერტიფიცირება

ჩვენი პროექტის #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის ფარგლებში, მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა.
ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებულ სერტიფიცირების ცერემონიალს ესწრებოდნენ მასწავლებლები კახეთიდან, იმერეთიდან, თბილისიდან, შიდა ქართლიდან, აჭარიდან, რაჭადან და ახლა უკვე, სამეგრელოდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ზემო აჭარიდან და სვანეთიდან.
მასწავლებლები, რომლებიც დიდი კონკურსის გზით შეირჩნენ, ტრენინგებზე დაეუფლნენ დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკებს.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული დებატების ზეგავლენის კვლევის შედეგების პრეზენტაცია.
დიდი მადლობა განსაკუთრებული აქტიურობისა და ჩართულობისათვის ჩვენს მოწვეულ სტუმრებს

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ბოდბეში

დებატკლუბი პირისპირ რეჟიმში ბოდბეშიც გაიხსნა.
მოხარულები ვართ, რომ შევძელით და მოვხვდით ისეთ სკოლაში, სადაც მასწავლებლის მოტივაცია და დაინტერესება მთებსაც კი გადადგამს.
რამდენიმე კლუბის პირისპირ გახსნა ჩვენი მთავარი მონაპოვარია ამ პანდემიის მძიმე პირობებში.

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ანაგაში

დებატკლუბების პირისპირ გახსნებიც აქტიურად გრძელდება.
მოხარულები ვართ, რომ ანაგაშიც ასეთი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდები შეგვხვდნენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოსწავლეების მოწესრიგებული და მონდომებული დახვედრა, როცა ასეთ რთულ დღეებში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი ელოდებოდნენ ჩვენთან შეხვედრას, სხვა სკოლებში ჩვენი შეყოვნების გამო.

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ილიაწმინდაში

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დებატების კლუბების პირისპირ გახსნაც წარმატებით დავიწყეთ.
გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული და დაინტერესებული სკოლები გავიცანით, სადაც ბავშვების ჩართულობა დებატების კლუბში უკვე იმდენად მაღალია, რომ საკუთარი ხელით დამზადებული ჩვენი პროექტის პოსტერიც კი დაგვახვედრეს.
პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების აქტიურობამაც, კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

საწრეო მუშაობა ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაგვეგრძელებინა საწრეო მუშაობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან.
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ასეთი გასაოცარი, დაინტერესებული ახალგაზრდების ადგილზე მონახულება ჭიათურის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სუპერვიზირებამ ადგილობირვ სპეციალისტებთან ასე წარმატებულად ჩაიარა.