Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

მზადება გარემოსდაცვითი თემატიკის დებატების ეროვნული ტურნირისთვის დაიწყო

მზადება გარემოსდაცვითი თემატიკის დებატების ეროვნული ტურნირისთვის დაიწყო

მოხარულები ვართ, რომ დაიწყო ძალიან საინტერესო აქტივობა თეგეტას შვილობილ ორგანიზაცია “თეგეტა გრინ პლანეტისა” და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში.

საზეიმოდ მოეწერა ხელი თეგეტას შვილობილ ორგანიზაცია “თეგეტა გრინ პლანეტსა” და დებატების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

პროექტის ფარგლებში კი უკვე აქტიურად დაიწყო სამზადისი დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოს დაცვის თემატიკაზე.

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში

ჩვენ, როგორც დებატების საერთაშორისო საგანმანთლებლო ასოციაციის (IDEA) სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, ვზრუნავთ ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე.

ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანთლებლო ინსტიტუტში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარი უნარები გამოავლინოთ, როგორც ჩვენთან მუშაობისას საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან დებატების საერთაშორისო ფორუმებსა თუ აკადემიებში.

სტაჟირების უპირატესობები:

  • პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან მუშაობის გამოცდილებასაც გაგიზიარებენ დებატების სფეროში
  • მაქსიმალურად სწავლაზე მორგებული სამუშაო, ჰიბრიდული გრაფიკი
  • შესაბამისი ანაზღაურება
  • სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტში დასაქმების შესაძლებლობა
  • მრავალფეროვანი გარემო, სადაც დებატების პროგრამის დაუფლების შესაძლებლობაც იქნება

 

დებატების სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:

  1. პროექტების კოორდინატორი/მენეჯერი
  2. სოც. მედია მენეჯერი
  3. გრანტების მენეჯერი

სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3-6 თვის განმავლობაში (რაც დამოკიდებულია სტაჟიორის ეფექტიანად მუშაობაზე).

პროგრამაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიროთ კონკურსის პირველი ეტაპი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაზე (მაღალი მოტივაციის შემთხვევაში შეგიძლიათ კონკურსის გავლა სამივე მიმართულებაზე).

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში შეუძლიათ გაიარონ როგორც სტუდენტებმა, ასევე კურსდამთავრებულებმა, რაც მთავარია არ არის აუცილებელი გქონდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებაში სამუშაო გამოცდილება, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მოტივაციას, ინტერესსა და უნარებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა 2024 წლის 20 მარტამდე:
https://forms.gle/X83mJviDzdkAcfwp9 

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის

დაიწყო დებატების სკოლაში მოსწავლეთა მიღება VII კლასიდან.

8 თვიან სასწავლო პერიოდში, მოსწავლეები შეძლებენ:

  • ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლებას
  • კრიტიკული აზროვნების განვითარებას
  • პრეზენტაციების მომზადებას
  • დროის მართვას
  • გუნდურობას
  • მოკვლევის წარმოებას
  • ოპონენტის პატივისცემასა და იმ ყველაფერს, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული

 

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

დებატების სკოლის დასრულების შემდეგ, თითოეული მონაწილე საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სერთიფიკატს მიიღებს.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/eCufQze1mGFFN1mo6 

დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით მითითებულ ბმულს ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 733 306

სამუშაო შეხვედრა ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მოხარულები ვართ, რომ წარმატებულად ჩატარდა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად. სამუშაო შეხვედრაზე ჩვენს სტუმარს გავაცანით პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მიღწევები და განვიხილეთ სამომავლო ერთობლივი გეგმები და პროექტები. გვიხარია, რომ ჩვენს მუდმივ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან, პოლონეთიც შემოუერთდა.

დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოება გურჯაანში

განსაკუთრებულად სასიამოვნო ვითარებში ჩაიარა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალმა გურჯაანში.

მოხარულები ვართ, მასწავლებლების ასეთი მოტივაციით, მადლიერებით და პოზიტიური შეფასებებით დებატების სწავლებაზე. მათ გაგვიზიარეს თუ როგორი მნიშვნელოვანია დებატების ტექნიკა, როგორც მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ასევე მათი პროფესიული წინსვლისთვის, რაც ნებისმიერი საგნის სწავლებისას ადგებათ.

შეხვედრაზე აქტიურად ჩაერთო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, დალი მინდიაშვილი და დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.

დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში

2023 წლის ივლისში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში, საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) მიერ.

ფორუმში, პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში შერჩეულმა, ქართულმა დელეგაციამ სრული დაფინასნებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთან ერთად კი ჩართული იყო 200 მოსწავლე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა იაპონია, ფინეთი, ავსტრია, ესტონეთი, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ლატვია და სხვა.

ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაციის მოსწავლეები წარმატებულად და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ტრენინგ-ვორშოფებში. გარდა ამისა, საგანგებოდ მოწვეულმა დებატების საერთაშორისო ტრენერმა, ქეთო მაღრაძემ, წარმატებულად ჩაატარა ვორქშოფი ფორუმზე, სადაც გამოჩნდა მოსწავლეების მაღალი მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტიური შეფასებები.

ფორუმის ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი. ტურნირის ფინალი კი გაიმართა პრაღის მერიაში, სადაც საგანგებოდ მიიწვიეს ტურნირის ყველა მონაწილე. აღსანიშნავია, ქართული დელეგაციის განსაკუთრებული მიღწევები ტურნირზე, მათ შორის ქართველების გამარჯვება ისრაელის და ესპანეთის გუნდებთან დებატისას. ტურნირს აქტიურად უმსაჯა დებატების საერთაშორისო ტრენერმა და მსაჯმა, ქეთო მაღრაძემ.

გარდა ამისა, დებატების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებსა და მოსწავლეებს გავუმასპინძლდით ქართული სამზარეულოთი, რაზეც განსაკუთრებული შეფასებები მივიღეთ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.

დებატების ეროვნული ტურნირი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მონაწილეების დაჯილდოება

პროექტის”დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა დებატების ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები თბილისის მწვანე სკოლაში. 

ტურნირის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეროვნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატების საგნის, კლუბებისა და სკოლების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა.

შესარჩევი რაუნდების შემდეგ ჩატარდა ტურნირის ფინალური ეტაპი სემეკში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – თამარ მახარაშვილი
  • საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – დავით ნარმანია
  • ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი – ნუგზარ ბერიძე
  • გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი

ღონისძიებაზე მოხდა ეროვნული ტურნირის მონაწილეების სერტიფიცირება. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები და გამარჯვებულები.

განსაკუთრებული მადლობა ტურნირის მხარდამჭერებს და პარტნიორებს:

  • გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
  • სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
  • ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
  • თბილისის მწვანე სკოლა
  • ლუტეცია

პირველი საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში – ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ლატვიური დებატების ორგანიზაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საერთაშორისო საჯარო დებატები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასა და საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში. 

ამერიკული აკადემიის საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის დებატების კლუბის, დებატების სკოლის და მწვანე სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა, რომლებიც ივლისში სრული დაფინანსებით პრაღაში მიემგზავრებიან.

საგარეჯოს საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების მოსწავლეებმა და დებატების სკოლის წევრებმა. საჯარო დებატი საგანგებოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების ხელმძღვანელებისთვის გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, რესურსცენტრის და სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის საგანგებო შეხვედრა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომლებიც გადიან დებატების სასწავლო კურსს. შეხვედრაზე ასევე აქტიურად ჩაერთო ფაკულტეტის დეკანი.

საჯარო დებატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა საჯარო დებატი, თბილისის დებატების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ილიაუნის სტუდენტები, თბილისისა და სხვა რეგიონების დებატკლუბების წევრები და დებატების სკოლების მონაწილეები.

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის 

სტუდენტების დებატების ტურნირი საქართველოს ეროვნულ ბანკში

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა დებატების ტურნირი. სასიხარულოა, სტუდენტების ასეთი ჩართულობა და აქტიურობა მთელი პროექტის განმავლობაში.

#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის