მოხარულები ვართ, რომ წარმატებულად ჩატარდა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად. სამუშაო შეხვედრაზე ჩვენს სტუმარს გავაცანით პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მიღწევები და განვიხილეთ სამომავლო ერთობლივი გეგმები და პროექტები. გვიხარია, რომ ჩვენს მუდმივ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან, პოლონეთიც შემოუერთდა.
ავტორი: keto magradze
დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოება გურჯაანში
განსაკუთრებულად სასიამოვნო ვითარებში ჩაიარა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” დებატების საგნისა და კლუბის მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალმა გურჯაანში.
მოხარულები ვართ, მასწავლებლების ასეთი მოტივაციით, მადლიერებით და პოზიტიური შეფასებებით დებატების სწავლებაზე. მათ გაგვიზიარეს თუ როგორი მნიშვნელოვანია დებატების ტექნიკა, როგორც მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებისთვის, ასევე მათი პროფესიული წინსვლისთვის, რაც ნებისმიერი საგნის სწავლებისას ადგებათ.
შეხვედრაზე აქტიურად ჩაერთო გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, დალი მინდიაშვილი და დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, მაკა ჯანაშვილი.
დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში
2023 წლის ივლისში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი პრაღაში, საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) მიერ.
ფორუმში, პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში შერჩეულმა, ქართულმა დელეგაციამ სრული დაფინასნებით მიიღო მონაწილეობა. საქართველოსთან ერთად კი ჩართული იყო 200 მოსწავლე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორიცაა იაპონია, ფინეთი, ავსტრია, ესტონეთი, ისრაელი, იტალია, ესპანეთი, ჩეხეთი, უკრაინა, ლატვია და სხვა.
ფორუმის ფარგლებში ქართული დელეგაციის მოსწავლეები წარმატებულად და აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ტრენინგ-ვორშოფებში. გარდა ამისა, საგანგებოდ მოწვეულმა დებატების საერთაშორისო ტრენერმა, ქეთო მაღრაძემ, წარმატებულად ჩაატარა ვორქშოფი ფორუმზე, სადაც გამოჩნდა მოსწავლეების მაღალი მოტივაცია, აქტიურობა და პოზიტიური შეფასებები.
ფორუმის ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი. ტურნირის ფინალი კი გაიმართა პრაღის მერიაში, სადაც საგანგებოდ მიიწვიეს ტურნირის ყველა მონაწილე. აღსანიშნავია, ქართული დელეგაციის განსაკუთრებული მიღწევები ტურნირზე, მათ შორის ქართველების გამარჯვება ისრაელის და ესპანეთის გუნდებთან დებატისას. ტურნირს აქტიურად უმსაჯა დებატების საერთაშორისო ტრენერმა და მსაჯმა, ქეთო მაღრაძემ.
გარდა ამისა, დებატების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებსა და მოსწავლეებს გავუმასპინძლდით ქართული სამზარეულოთი, რაზეც განსაკუთრებული შეფასებები მივიღეთ აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან.
დებატების ეროვნული ტურნირი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მონაწილეების დაჯილდოება
პროექტის”დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა დებატების ეროვნული ტურნირის შესარჩევი რაუნდები თბილისის მწვანე სკოლაში.
ტურნირის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა გივი მიქანაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ.
ეროვნულ ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატების საგნის, კლუბებისა და სკოლების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა.
შესარჩევი რაუნდების შემდეგ ჩატარდა ტურნირის ფინალური ეტაპი სემეკში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე – თამარ მახარაშვილი
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე – დავით ნარმანია
- ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი – ნუგზარ ბერიძე
- გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი
ღონისძიებაზე მოხდა ეროვნული ტურნირის მონაწილეების სერტიფიცირება. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მომხსენებლები და გამარჯვებულები.
განსაკუთრებული მადლობა ტურნირის მხარდამჭერებს და პარტნიორებს:
- გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი
- სემეკი – ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
- ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი
- თბილისის მწვანე სკოლა
- ლუტეცია
პირველი საერთაშორისო საჯარო დებატი საქართველოში – ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის ვიზიტი
პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, ლატვიური დებატების ორგანიზაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა პირველი საერთაშორისო საჯარო დებატები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიასა და საგარეჯოს N4 საჯარო სკოლაში.
ამერიკული აკადემიის საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს ამავე სკოლის დებატების კლუბის, დებატების სკოლის და მწვანე სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის შერჩეულმა მონაწილეებმა, რომლებიც ივლისში სრული დაფინანსებით პრაღაში მიემგზავრებიან.
საგარეჯოს საჯარო დებატში მონაწილეობა მიიღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების მოსწავლეებმა და დებატების სკოლის წევრებმა. საჯარო დებატი საგანგებოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლების დებატების კლუბების ხელმძღვანელებისთვის გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, რესურსცენტრის და სკოლების დირექტორებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ჩატარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა ლატვიური დებატების ორგანიზაციის წარმომადგენლის საგანგებო შეხვედრა ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომლებიც გადიან დებატების სასწავლო კურსს. შეხვედრაზე ასევე აქტიურად ჩაერთო ფაკულტეტის დეკანი.
საჯარო დებატები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებულად ჩატარდა საჯარო დებატი, თბილისის დებატების სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ილიაუნის სტუდენტები, თბილისისა და სხვა რეგიონების დებატკლუბების წევრები და დებატების სკოლების მონაწილეები.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
სტუდენტების დებატების ტურნირი საქართველოს ეროვნულ ბანკში
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში წარმატებით ჩატარდა დებატების ტურნირი. სასიხარულოა, სტუდენტების ასეთი ჩართულობა და აქტიურობა მთელი პროექტის განმავლობაში.
#დებატებიუკეთესიგანათლებისთვის
UNICEF Georgia-ს მხარდაჭერილი პროექტის დახურვის ცერემონიალი
პროექტის „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდასთვის ინკლუზიურ და ხარისხიანი განათლებაზე“ დახურვის ცერემონიალი და პროექტის მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა.
პროექტმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მოახდინა ახალგაზრდების განვითარებაზე და ხელი შეუწყო მათი აზროვნების ფორმირებას, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტურის მიერ განხორციელდა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით.
პროექტის მიზანია, არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების აკადემიურ მოსწრებას. ამასთან, უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდას ინკლუზიურ და ხარისხიან სწავლებაში.
პროექტის მდგრად მიზანს წარმოადგენს, პროექტის ფარგლებში, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების 20 საჯარო სკოლაში გახსნილი დებატკლუბების მუშაობა, რომლებსაც ადგილობრივი სკოლების მასწავლებლები ხელმძღვანელობენ გაგრძელდეს და განვითარდეს GIDE-სგან მიღებული გამოცდილებისა და სწავლების შესაბამისად.
სტუდენტების დებატების სკოლა
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE), დებატების სკოლაში აცხადებს მიღებას ნებისმიერი ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
თუ გინდათ, რომ წარმატებულად გაიაროთ გასაუბრებები, შთამბეჭდავად მოახდინოთ თვითპრეზენტაცია, ეფექტიანად აწარმოოთ მოლაპარაკებები, დაეუფლოთ სიტყვით გამოსვლის ტექნიკებს, მაშინ დებატების სკოლა სწორედ თქვენთვისაა.
დებატების კურსის წარმატებულად გავლის შემდეგ მიიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და მოგეცემათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა დებატების აქტივობებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია 2022 წლის 24 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე.
