სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
ჩვენ, როგორც დებატების საერთაშორისო საგანმანთლებლო ასოციაციის (IDEA) სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, ვზრუნავთ ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე.
ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანთლებლო ინსტიტუტში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარი უნარები გამოავლინოთ, როგორც ჩვენთან მუშაობისას საქართველოში, ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან დებატების საერთაშორისო ფორუმებსა თუ აკადემიებში.
სტაჟირების უპირატესობები:
- პროფესიონალებთან მუშაობა, რომლებიც საკუთარ მრავალწლიან მუშაობის გამოცდილებასაც გაგიზიარებენ დებატების სფეროში
- მაქსიმალურად სწავლაზე მორგებული სამუშაო, ჰიბრიდული გრაფიკი
- შესაბამისი ანაზღაურება
- სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტში დასაქმების შესაძლებლობა
- მრავალფეროვანი გარემო, სადაც დებატების პროგრამის დაუფლების შესაძლებლობაც იქნება
დებატების სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ შემდეგ მიმართულებებს:
- პროექტების კოორდინატორი/მენეჯერი
- სოც. მედია მენეჯერი
- გრანტების მენეჯერი
სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3-6 თვის განმავლობაში (რაც დამოკიდებულია სტაჟიორის ეფექტიანად მუშაობაზე).
პროგრამაში მონაწილეობისთვის, აუცილებელია გაიროთ კონკურსის პირველი ეტაპი, თქვენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებაზე (მაღალი მოტივაციის შემთხვევაში შეგიძლიათ კონკურსის გავლა სამივე მიმართულებაზე).
სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში შეუძლიათ გაიარონ როგორც სტუდენტებმა, ასევე კურსდამთავრებულებმა, რაც მთავარია არ არის აუცილებელი გქონდეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულებაში სამუშაო გამოცდილება, ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა თქვენს მოტივაციას, ინტერესსა და უნარებს.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა 2024 წლის 20 მარტამდე:
https://forms.gle/X83mJviDzdkAcfwp9