Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

დებატები უკეთესი განათლებისთვის – მასწავლებელთა ტრენინგები

დებატები უკეთესი განათლებისთვის – მასწავლებელთა ტრენინგები

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მასწავლებელთა პირველი ტრენინგის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ოთხ დღიანი ტრენინგის განმავლობაში მასწავლებლები კახეთის, იმერეთის, შიდა ქართლის რეგიონების და თბილისის საჯარო სკოლებიდან დაეუფლნენ დებატების ტექნიკას,  დებატების კლუბების შექმნისა და შემდგომში მათი მართვის შესაძლებლობებს. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ განაცხადა, ტრენინგში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, ამიტომ მათი შერჩევა ორ ეტაპად კონკურსის მეშვეობით მოხდა. მისივე თქმით, ყველა დაინტერესებულ პედაგოგს ტრენინგში მონაწილეობა პროექტის მომდევნო ეტაპებზე შეეძლება.

ტრენინგის შემდეგ მასწავლებლები სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც “ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში” გაიმართა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი – ლალი კალანდაძე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – დავით სონღულაშვილი, გუდავაძე-პატარაკაციშვილის ფონდის დირექტორი – ზურაბ კერვალიშვილი, პროექტის პარტნიორები, მხარდამჭერები, პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის აქტივობამ – დებატები მუზეუმებში – სტარტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში აიღო, სადაც მოხდა დებატების საერთაშორისო ტურნირის მონაწილეების გამოვლენა.

ესმა გუმბერიძის საჯარო ლექცია: ქართველი ახალგაზრდების ძალა გაეროში

2019 წლის 23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის  ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია. ლექციაზე მოწვეული სტუმარი იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი – ესმა გუმბერიძე.

საჯარო ლექციის თემა იყო: “ახალგაზრდების ძალა გაეროში”.

მოწვეულმა სპიკერმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელის მისია და მიზანი და თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტუდენტებმა მსგავს პროექტებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: თანამედროვე მშობლის გამოწვევები

2019 წლის 13 დეკემბერს კერძო სკოლა “ჯეჯილში” გაიმართა თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: “თანამედროვე მშობლის გამოწვევები”.  ლექცია კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა შემდეგ საკითხებზე:

  • ელექტრომოწყობილებების (“გაჯეტების”) ზეგავლენა მშობლებსა და შვილებზე;
  • ცოცხალი კომუნიკაციების როლი და სირთულეები თანამედროვე ოჯახში, კონკრეტული რეკომენდაციები და მათი ეფექტიანობა;
  • მშობლების ღირებულებათა სისტემებისა და ზოგადად პრიორიტეტების მნიშვნელობა მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბებაში;
  • შვილების ინტერესთა სფეროების წახალისება;
  • მადლიერების გრძნობა და მისი განვითარება შვილების აღზრდისას

 

 

თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: ვინ იმარჯვებს დებატებში

2019 წლის 5 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ინიციატივით, გაიმართა თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: “ვინ იმარჯვებს დებატებში?” 

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ ყველა ფაკულტეტის სტუდენტები. შეხვედრა გაიმართა აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.