საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

ახალგაზრდული ღონისძიებები სიღნაღის მუნიციპალიტეტში

ახალგაზრდული ღონისძიებები სიღნაღის მუნიციპალიტეტში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაიწყო ახალი პროექტი – ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზება – სიღნაღში.

ახალი პროექტი დაიწყო ძალიან საინტერესო შეხვედრით სიღნაღის საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან.

დაიწყო ახალი პროექტი ჭიათურაში

დაიწყო ახალი პროექტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ჭიათურის მუნიციპალიტეტში.
პროექტის პირველი ეტაპიც უკვე წარმატებულად დასრულდა.
დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით ველოდებით ჭიათურის მუნიციპალიტეტში სკოლებთან მუშაობის დაწყებას.

დებატების რეგიონული ტურნირი

გრანდიოზული და უპრეცენდენტოდ ორგანიზებული რეგიონული ტურნირი 5 დღის შემდეგ წარმატებით დასრულდა!
ტურნირში, რომელიც გაიმართა ონლაინ, მონაწილეობა მიიღო მთელი საქართველოს მასშტაბით 400-ზე მეტმა მოსწავლემ 6 რეგიონიდან.

წარმატებული დებატკლუბების ხელმძღვანელების სერტიფიცირება ეროვნულ გალერეაში

ეროვნულ გალერეაში, მუდმივმოქმედი ექსპოზიციის დარბაზში, ფიროსმანის ნახატების ფონზე, ჩატარდა პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ყველაზე წარმატებული და აქტიური დებატების მასწავლებლების დაჯილდოება.
დებატკლუბების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით აქტივობის – დებატები მუზეუმებში – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Visegrad-ის ფონდის მხარდაჭერით და პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.
ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.

ღონისძიებები აჭარაში

ქობულეთის მუზეუმში ჩატარდა საჯარო დებატები ონლაინ სწავლების შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა ბათუმის 5 სხვადასხვა სკოლიდან, რომლიც ხორციელდება Visegrad-ის ფონდის მხარდაჭერით და პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.

მუზეუმში ასევე დაჯილდოვდნენ პროექტში ჩართული აქტიური და მოტივირებული აჭარელი მასწავლებლები.

გარდა ამისა, ჩვენი პროექტის დებატკლუბების წევრებსა და ხელმძღვანელებს აჭარაში მნიშვნლოვან ახალგაზრდულ პროექტებსა და სიახლეებზე ესაუბრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავითაძე.

 

საჯარო დებატი სიღნაღის მუზეუმში

საჯარო დებატების ციკლი მუზეუმებში Visegrad-ის ფონდთან ერთად პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, გრძელდება.
სიღნაღის მუზეუმში გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტების სკოლების მონაწილეობით გაიმართა დებატი.

საჯარო დებატი მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში

საჯარო დებატების ციკლი მუზეუმებში Visegrad-ის ფონდთან ერთად პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, უკვე დაწყებულია.
მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში საჩხერის მუნიციპალიტეტის 6-ზე მეტის სკოლის მონაწილეობით გაიმართა დებატი ონლაინსწავლების შესახებ.

მასწავლებელთა ტრენინგი და სერტიფიცირება

პროექტის – დებატები უკეთესი განათლებისთვის – რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, მეორე ფაზაში შეირჩნენ მასწავლებლები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ნარჩევი ჯგუფი კომპლექტდა და ტრენინგები ჩაუტარდათ დებატების ტექნიკასა და კლუბის მართვაში თბილისის, ბათუმის,ზესტაფონის, საჩხერის, ონის, ხაშურის, გორის, მეტეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ტიბაანის, არხილოსკალოს მასწავლებლებს.
ტრენინგების წარმატებით გავლის შედეგად ჩატარდა მასწავლებლეთა სერტიფიცირება რეგულაციების სრული დაცვითა და პირველად, ჰიბრიდულ რეჟიმში.
მასწავლებლების სერტიფიცირების დასრულების შემდეგ აქტიურმა კლუბის ხელმძღვანელებმა უკვე დაიწყეს დებატების კლუბების გახსნა როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ შეხვედრებით.

მოკვლევის პრეზენტაცია და პირველი საჯარო დებატი გურჯაანის პროექტის ფარგლებში

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ,,ახალგაზრდული ღონისძიების ორგანიზება გურჯაანის მუნიციპალიტეტში” პირველმა ღონისძიებამ გურჯაანელ ახალგაზრდებთან წარმატებით ჩაიარა.

ღონისძიებაში როგორც თავად გურჯაანის, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
პროექტი ითვალისწინებს ადვოკატირების პროცესს, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ადგილობრივად არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირებაში, მათი პრობლემების შესწავლასა და შემდგომში, გადაჭრის გზების მოძებნას საპროექტო წინადადებების წარდგენის სახით.
ამ ეტაპზე მოხდა მთელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ახალგაზრდების მიერ ჩატარებული მოკვლევის პრეზენტაცია. შემდეგ კი მათ მიერ შერჩეულ ერთ-ერთ პრობლემაზე გაიმართა საჯარო დებატი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: გურჯაანის მერი – არჩილ ხანდამაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის რესურსცენტრი და სხვა დაინტერესებული პირები.

დებატების სკოლა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 13 წლიდან მოსწავლეთა თბილისის დებატების სკოლაში მიღებასთან დაკავშირებით

პირდაპირი თუ ონლაინ 1 -2 საათიანი შეხვედრები გაიმართება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, კვირაში ერთხელ, მონაწილეებთან წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით

სწავლების პროცესში მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა, ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს მოსწავლეებს ხელს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პირველ ეტაპზე შეავსოთ საკონკურსო განაცხადი shorturl.at/dqzQ3

აპლიკაციის შევსების ვადა 30 სექტემბერს იწურება და მისი წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტები მოხვდებიან გასაუბრებაზე და შემდეგ დაკომპლექტდება ჯგუფი

დებატების სკოლის მოსაწვლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო აქტივობასა თუ კონკურსში