Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სიახლეები

დებატების სკოლის შეხვედრა ეროვნულ გალერეაში
News
                                       

დებატების სკოლის შეხვედრა ეროვნულ გალერეაში

თბილისის დებატების სკოლა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ და ჰიბრიდულად. ჩვენი მასპინძელი Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ადგილი აღმოჩნდა დებატების სკოლის წევრებისთვის, სადაც მოსწავლეებმა, გამოფენის ნახვის შემდეგ იმსჯელეს, იმუშავეს ჯგუფებში და განიხილეს ნამუშევრები და ეპოქა. პრეზენტაციების მომზადებისკენ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო მეთოდების შესწავლასაც შეუდგნენ. #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის […].

ახალი პროექტი UNICEF-თან
News
                                       

ახალი პროექტი UNICEF-თან

ჩვენი პროექტის “სკოლები, როგორც სოციალური მოდელი” პირველი შეხვედრა პარლამენტში უკვე შედგა. მოხარულები ვართ, რომ UNICEF Georgia-ს მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტითან ერთად აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ინკლუზიური და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საჯარო სკოლის მოსწავლეებთვის..

დებატკლუბის გახსნა სვანეთში
News
                                       

დებატკლუბის გახსნა სვანეთში

გვიხარია, რომ დებატების ტექნიკის სწავლება უკვე ხელმისაწვდომი გახდა ისეთ მაღალმთიან მხარეშიც, როგორიც სვანეთია. კიდევ უფრო საამაყოა, რომ მესტიის დებატკლუბის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ეუფლებოდა ჩვენს სასწავლო კურსს სტუდენტობისას. #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის Gudavadze Patarkatsishvili Foundation.

დებატკლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრა
News
                                       

დებატკლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრა

მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული ჩვენი დებატების კლუბების სკოლის დირექტორებთან შეხვედრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი წარმატებული და გულშემატკივარი სკოლების მაგალითებზე დავინახეთ, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლის ხელმძღვანელების, ადმინისტრაციისა და ზოგადად სკოლის ჩართულობას და მხარდაჭერას დებატების კლუბების და მთლიანობაში მომავალი თაობის განვითარებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სტუმრებს დავით სონღულაშვილი / David Songulashvili დალი მინდიაშვილი #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის #DebatesforBetterEducation Gudavadze […].

თბილისის დებატების სკოლის პირველი შეხვედრა
News
                                       

თბილისის დებატების სკოლის პირველი შეხვედრა

დებატების სკოლის პირველმა პირისპირ შეხვედრამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. დარწმუნებული ვართ, რომ დებატების სკოლაში მოხვედრილი თითოეული კანდიდატთან მუშაობა, გასაუბრებისას გაჩენილ პოზიტიურ მოლოდინებს გადააჭარბებს. #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის #DebatesforBetterEducation Gudavadze Patarkatsishvili Foundation Ministry of Education and Science of Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University.

მასწავლებლების სერტიფიცირება
News
                                       

მასწავლებლების სერტიფიცირება

ჩვენი პროექტის #დებატებიუკეთესიგანათლებისთვის ფარგლებში, მასწავლებელთა ტრენინგების დასკვნითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარებულ სერტიფიცირების ცერემონიალს ესწრებოდნენ მასწავლებლები კახეთიდან, იმერეთიდან, თბილისიდან, შიდა ქართლიდან, აჭარიდან, რაჭადან და ახლა უკვე, სამეგრელოდან, მცხეთა-მთიანეთიდან, ზემო აჭარიდან და სვანეთიდან. მასწავლებლები, რომლებიც დიდი კონკურსის გზით შეირჩნენ, ტრენინგებზე დაეუფლნენ დებატებისა და კლუბის მართვის ტექნიკებს. ღონისძიებაზე ასევე მოხდა პროექტის ფარგლებში ჩატარებული დებატების ზეგავლენის კვლევის […].

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ბოდბეში
News
                                       

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ბოდბეში

დებატკლუბი პირისპირ რეჟიმში ბოდბეშიც გაიხსნა. მოხარულები ვართ, რომ შევძელით და მოვხვდით ისეთ სკოლაში, სადაც მასწავლებლის მოტივაცია და დაინტერესება მთებსაც კი გადადგამს. რამდენიმე კლუბის პირისპირ გახსნა ჩვენი მთავარი მონაპოვარია ამ პანდემიის მძიმე პირობებში..

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ანაგაში
News
                                       

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ანაგაში

დებატკლუბების პირისპირ გახსნებიც აქტიურად გრძელდება. მოხარულები ვართ, რომ ანაგაშიც ასეთი დაინტერესებული და მოტივირებული ახალგაზრდები შეგვხვდნენ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოსწავლეების მოწესრიგებული და მონდომებული დახვედრა, როცა ასეთ რთულ დღეებში, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი ელოდებოდნენ ჩვენთან შეხვედრას, სხვა სკოლებში ჩვენი შეყოვნების გამო..

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ილიაწმინდაში
News
                                       

დებატკლუბის პირისპირ გახსნა ილიაწმინდაში

პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დებატების კლუბების პირისპირ გახსნაც წარმატებით დავიწყეთ. გვიხარია, რომ ასეთი მოტივირებული და დაინტერესებული სკოლები გავიცანით, სადაც ბავშვების ჩართულობა დებატების კლუბში უკვე იმდენად მაღალია, რომ საკუთარი ხელით დამზადებული ჩვენი პროექტის პოსტერიც კი დაგვახვედრეს. პირველ შეხვედრაზე მოსწავლეების აქტიურობამაც, კითხვა-პასუხის რეჟიმში, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე..

საწრეო მუშაობა ჭიათურაში
News
                                       

საწრეო მუშაობა ჭიათურაში

ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა პირისპირ გაგვეგრძელებინა საწრეო მუშაობა სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ასეთი გასაოცარი, დაინტერესებული ახალგაზრდების ადგილზე მონახულება ჭიათურის სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სუპერვიზირებამ ადგილობირვ სპეციალისტებთან ასე წარმატებულად ჩაიარა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო .

სიღნაღში ახალი პროექტი დაიწყო
News
                                       

სიღნაღში ახალი პროექტი დაიწყო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში დებატებისთვის სამზადისი აქტიურად დაიწყო. ბოდბისხევში და წნორში ძალიან საინტერესო და მოტივირებული ახალგაზრდები გავიცანით..

თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე
News
                                       

თბილისის დებატების სკოლის ღია კარის დღე

ჩვენი პირველი პირისპირ შეხვედრაც დებატების სკოლის კონკურსანტებთან შედგა და ღია კარის დღემაც წარმატებით ჩაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო ამდენი ახალი ნათელი, მოტივირებული და ანთებული სახის დანახვა, მათი მოლოდინების გაცნობა და ჩვენი დებატების სკოლის კურსადმთავრებულების შეფასებების მოსმენა. გვიხარია, რომ მიუხედავად მრავალი წინაღობისა, იმ 15 მოსწავლის გაცნობა პირისპირ მაინც შევძელით, ვინც პირველი დარეგისტრირდა. კონკურსის მონაწილეებს […].