პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება
წარმატებულად ჩატარდა ჩვენი პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოხდა პროექტის მონაწილეების დაჯილდოება და დებატების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულების გამოვლენა. დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ პროექტის მხარდამჭერი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალოების შემსრულებელი და პროექტში ჩართული 20 მუნიციპალიტეტის მონაწილეები. მართლაც ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების ასეთი პოზიტიური შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მოსმენა დებატებისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ..











