Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სიახლეები

მასშტაბური საჯარო დებატი პროფესიული განათლების შესახებ
News
                                       

მასშტაბური საჯარო დებატი პროფესიული განათლების შესახებ

წარმატებულად ჩატარდა მასშტაბური საჯარო დებატი პროექტის “დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი დებატების სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლების დებატების კლუბის მონაწილე სტუდენტები, პედაგოგები, თბილისის დებატების სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები, ჩვენი დებატების სხვადასხვა კლუბის წევრები და პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” მონაწილეები..

საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში
News
                                       

საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

პროექტის “ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის” ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები. უკვე ასეულობით ვიდეორგოლია ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილი, რომლებიც საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებენ გარემოს დაცვასა და მდგრადი განვითარების შესახებ. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით..

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია
News
                                       

მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია

წარმატებულად ჩატარდა დებატების მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია პროექტის “დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და მასწავლებლები დააჯილდოვეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა. პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს დებატების კლუბის გამოცდილმა ხელმძღვანელებმა და პედაგოგებმა საკუთარი  გამოცდილება და მიღწეული შედეგები პრეზენტაციის სახით გაუზიარეს. მომხსენებლებმა განიხილეს დებატების […].

შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
News
                                       

შეხვედრები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

პროექტის “ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის” მხარდამჭერთა ქსელის მუშაობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის აქტიურ წარმომადგენლებთან – მერიებთან და რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით..

მშობლობა თანამედროვე სამყაროში — ფსიქოლოგ თინათინ ცერცვაძის ლექცია
News
                                       

მშობლობა თანამედროვე სამყაროში — ფსიქოლოგ თინათინ ცერცვაძის ლექცია

დებატების სკოლის მოსწავლეების მშობლების აქტიური ჩართულობითა და მაღალი დაინტერესებით ჩატარდა საგანგებო ლექცია ფსიქოლოგ თინათინ ცერცვაძის მიერ თემაზე “თანამედროვე მშობლის გამოწვევები”..

მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია
News
                                       

მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია

პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის” ფარგლებში მასწავლებელთა ეროვნული კონფერენცია გაიმართა. პროექტი მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით..

გასვლითი ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერებისთვის
News
                                       

გასვლითი ტრენინგები ახალგაზრდა ლიდერებისთვის

პროექტის “არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში” ფარგლებში წარმატებულად ჩატარდა გასვლითი ტრენინგები შერჩეული ახალგაზრდა ლიდერებისთვის. პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში..

წარმატებით დასრულებული სასწავლო წელი დებატების სკოლაში
News
                                       

წარმატებით დასრულებული სასწავლო წელი დებატების სკოლაში

ამ სასწავლო წელს დებატების სკოლის მოსწავლეების არაერთმა ნაკადმა წარმატებულად დაასრულა პროგრამა. საერთაშორისო სერტიფიკატები, თასები და მიღწევები მხოლოდ დასაწყისია. მთავარი ის უნარებია, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები თითოეულ შეხვედრაზე ივითარებენ: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, თავდაჯერებული საჯარო გამოსვლა, არგუმენტირებული მსჯელობა და ეფექტური გუნდური მუშაობა, ლიდერული, კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები..

GIDE-ის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ სადოქტორო დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა
News
                                       

GIDE-ის დირექტორმა თინათინ ცერცვაძემ სადოქტორო დისერტაცია უმაღლესი შეფასებით დაიცვა

დებატებისა და განათლების ინსტიტუტის დირექტორმა, ფსიქოლოგმა თინათინ ცერცვაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კონფლიქტოლოგიის მიმართულებით, უმაღლესი შეფასებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „„მე“-ს ხატის ცვლილება დებატების სწავლების გზით.“ მრავალი წელია, დებატებისა და განათლების ინსტიტუტი ავითარებს საქართველოში შექმნილ და ქვეყნის რეალობაზე მორგებულ დებატების საგანმანათლებლო პროგრამას, რომელშიც ასეულობით მოსწავლე, სტუდენტი და მასწავლებელია […].

ახალი თემატური კლუბების გახსნა რეგიონებში
News
                                       

ახალი თემატური კლუბების გახსნა რეგიონებში

პროექტის „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ ფარგლებში, წარმატებულად გაიხსნა თემატური კლუბები გურჯაანის, თბილისის, ონის, კასპის, სიღნაღის, საგარეჯოს, გორის, მცხეთის, დედოფლისწყაროსა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. კლუბებს საგანგებოდ გადამზადებული ახალგაზრდა ლიდერები უხელმძღვანელებენ. პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში..

სტუდენტების დებატების სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა
News
                                       

სტუდენტების დებატების სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა

წარმატებულად ჩატარდა სტუდენტების დებატების სკოლის შემაჯამებელი შეხვედრა. ჩვენს მოტივირებულ და აქტიურ სტუდენტებს სწავლების ბოლოს სერტიფიკატები გადაეცათ. სტუდენტების დებატების სკოლაში მიღება მომავალი სასწავლო წლიდან კვლავ განახლდება. სტუდენტების დებატების სკოლა ფუნქციონირებს პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში..

ორდღიანი ტრენინგები რეგიონებში
News
                                       

ორდღიანი ტრენინგები რეგიონებში

პროექტის „ახალგაზრდები რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, ლაგოდეხის, თბილისის, გურჯაანის, წალკის, სამტრედიის, ფოთის, ბაღდათის, თელავის, ბათუმის, ხაშურის, კასპის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, ჩოხატაურისა და ონის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, წარმატებით ჩატარდა ორდღიანი ტრენინგები. ​ტრენინგების ფარგლებში ჩატარებული აქტივობები მიმართულია ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორებიცაა გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა. პროექტი ხორციელდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის […].