Georgian institue for debate and education

  • Phone: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სიახლეები

თემატური კლუბების სუპერვიზირება
News
                                       

თემატური კლუბების სუპერვიზირება

პროექტის “არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში” ფარგლებში, სიღნაღის, თბილისის, კასპისა და ონის მუნიციპალიტეტებში თემატური კლუბების მუშაობის სუპერვიზირება წარმატებით ჩატარდა. კლუბებს საგანგებოდ გადამზადებული ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ, 2026 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება” ფარგლებში..

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
News
                                       

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში

ჩვენ ვზრუნავთ ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანთლებლო ინსტიტუტში, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოთ. სტაჟირების უპირატესობები: […].

პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება
News
                                       

პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება

წარმატებულად ჩატარდა ჩვენი პროექტის “ახალგაზრდობის ხმა” შემაჯამებელი ღონისძიება, რომელზეც მოხდა პროექტის მონაწილეების დაჯილდოება და დებატების ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულების გამოვლენა. დაჯილდოების ღონისძიებას, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ პროექტის მხარდამჭერი ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალოების შემსრულებელი და პროექტში ჩართული 20 მუნიციპალიტეტის მონაწილეები. მართლაც ძალიან სასიხარულოა ახალგაზრდების ასეთი პოზიტიური შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მოსმენა დებატებისა და პროექტის მნიშვნელობის შესახებ..

არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის
News
                                       

არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის

პროექტის ” არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის” წარმატებულად ჩატარდა 5-დღიანი ტრენინგები საქართველოს შემდეგი 12 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით: თბილისი, საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, გორი, წალკა, ჩხოროწყუ, ონი, ფოთი და ბათუმი.  პროექტის ფარგლებში დებატების ტექნიკაში ინტენსიური ტრენინგების წარმატებულად გავლის შემდეგ ჩატარდა საჯარო დებატები თორმეტივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების ჩართულობით.  პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2024 წლის საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდული […].

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის 2024-25
News
                                       

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის 2024-25

დაიწყო დებატების სკოლაში მოსწავლეთა მიღება VII კლასიდან. 8 თვიან სასწავლო პერიოდში, მოსწავლეები შეძლებენ: ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლებას კრიტიკული აზროვნების განვითარებას პრეზენტაციების მომზადებას დროის მართვას გუნდურობას მოკვლევის წარმოებას ოპონენტის პატივისცემასა და იმ ყველაფერს, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული   მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის […].

ეროვნული ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” შემაჯამებელი ღონისძიება
News
                                       

ეროვნული ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალი და პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” შემაჯამებელი ღონისძიება

წარმატებულად ჩატარდა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” შემაჯამებელი ღონისძიება. ცერემონიალზე მოხდა გარემოსდაცვით თემატიკაზე ჩატარებული დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებისა და პროექტში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოება. მასშტაბური ტურნირი ჩატარდა გარემოსდაცვით თემატიკაზე, თეგეტას შვილობილი ორგანიზაციის, ,,თეგეტა გრინ პლანეტისა“, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და აერთიანებდა 400-ზე მეტ მონაწილეს მთელი საქართველოდან. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერესა და პარტნიორებს: Gudavadze Patarkatsishvili Foundation […].

დებატების ეროვნული ტურნირი გარემოსდაცვით თემატიკაზე წარმატებულად ჩატარდა
News
                                       

დებატების ეროვნული ტურნირი გარემოსდაცვით თემატიკაზე წარმატებულად ჩატარდა

დებატების ეროვნული ტურნირი გარემოსდაცვითთემატიკაზე წარმატებულად ჩატარდა. ღონისძიებას დაესწრო ტურნირის მხარდამჭერი, თეგეტას შვილობილი ორგანიზაციის “თეგეტა გრინ პლანეტის” დირექტორი, შალვა ახვლედიანი. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული დებატკლუბებისა და სკოლების აქტიურმა და ძალიან მოტივირებულმა მოსწავლეებმა. დებატების ეროვნული ტურნირი ჩატარდა პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილი ფონდის მიერ.  “თეგეტა გრინ პლანეტთან” ერთად, ტურნირი ჩატარდა გაეროს […].

წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით
News
                                       

წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით

დედამიწის დღესთან დაკავშირებით წარმატებულად ჩატარდა ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე. დებატების ეროვნული ტურნირი ხორციელდება „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში. ეროვნული ტურნირი მხარდაჭერილია „თეგეტა გრინ პლანეტისა“ […].

მზადება გარემოსდაცვითი თემატიკის დებატების ეროვნული ტურნირისთვის დაიწყო
News
                                       

მზადება გარემოსდაცვითი თემატიკის დებატების ეროვნული ტურნირისთვის დაიწყო

მოხარულები ვართ, რომ დაიწყო ძალიან საინტერესო აქტივობა თეგეტას შვილობილ ორგანიზაცია “თეგეტა გრინ პლანეტისა” და UNDP Georgia-ს მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში. საზეიმოდ მოეწერა ხელი თეგეტას შვილობილ ორგანიზაცია “თეგეტა გრინ პლანეტსა” და დებატების ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის ფარგლებში კი უკვე აქტიურად დაიწყო სამზადისი დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოს დაცვის თემატიკაზე..

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში
News
                                       

სტაჟირება დებატებისა და განათლების ინსტიტუტში

ჩვენ, როგორც დებატების საერთაშორისო საგანმანთლებლო ასოციაციის (IDEA) სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, ვზრუნავთ ახალგაზრდების როგორც აკადემიურ, ისე კარიერულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ყველაზე ინტერესიანი და მოტივირებული ადამიანების მოზიდვა და შემდგომ მათ განვითარებაზე ორიენტაცია, როგორც ქართულ ისე, საერთაშორისო ბაზარზე. ეს არის თქვენი შესაძლებლობა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე მორგებული პროგრამა, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება და დასაქმდეთ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგანმანთლებლო ინსტიტუტში, […].

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის
News
                                       

დებატების სკოლა მოსწავლეებისთვის

დაიწყო დებატების სკოლაში მოსწავლეთა მიღება VII კლასიდან. 8 თვიან სასწავლო პერიოდში, მოსწავლეები შეძლებენ: ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლებას კრიტიკული აზროვნების განვითარებას პრეზენტაციების მომზადებას დროის მართვას გუნდურობას მოკვლევის წარმოებას ოპონენტის პატივისცემასა და იმ ყველაფერს, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული   მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა თუ კონკურსში, როგორც საქართველოში, ისე მის […].

სამუშაო შეხვედრა ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
News
                                       

სამუშაო შეხვედრა ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

მოხარულები ვართ, რომ წარმატებულად ჩატარდა შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი პარტნიორი დებატების პოლონური ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად. სამუშაო შეხვედრაზე ჩვენს სტუმარს გავაცანით პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მიღწევები და განვიხილეთ სამომავლო ერთობლივი გეგმები და პროექტები. გვიხარია, რომ ჩვენს მუდმივ საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინიდან, ლატვიიდან და ლიტვიდან, პოლონეთიც შემოუერთდა..