
წარმატებული დებატკლუბების ხელმძღვანელების სერტიფიცირება ეროვნულ გალერეაში
ეროვნულ გალერეაში, მუდმივმოქმედი ექსპოზიციის დარბაზში, ფიროსმანის ნახატების ფონზე, ჩატარდა პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ყველაზე წარმატებული და აქტიური დებატების მასწავლებლების დაჯილდოება.
დებატკლუბების ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებით აქტივობის – დებატები მუზეუმებში – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Visegrad-ის ფონდის მხარდაჭერით და პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ.
ღონისძიებას დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის და ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.