
თინათინ ცერცვაძე
დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარე
GIDE-ს დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა 2009 წლიდან. ის 1997 წლიდან მოღვაწოებს, როგორც ფსიქოლოგი, საგანმანათლებლო სფეროში. 1998 წლიდან მუშაობს, როგორც დებატების ტრენერი, დებატების კლუბის ხელმძღვანელი, დებატების სხვადასხვა ფორმატის მსაჯი და დებატების მასწავლებელი.
1999 წლიდან არის სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის სტიპენდიანტი, რომლის ფარგლებშიც ის მოღვაწეობდა ზაარლანდის, ფრაკფურტისა და ლაიპციგის უნივერსიტეტებში სოცილაური, პიროვნული და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე, როგორც ასპირანტი და დოქტორანტი; მან გაიარა სტაჟირება ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში; მიიღო სტრესის მართვის სპეციალისტის სერტიფიკატი ლაიპციგის ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში და მუშაობდა კვლევებზე დებატების სასწავლო პროგრამის ფსიქოლოგიური ზეგავლენის შესახებ ახალგაზრდებში ფრანკფურტსა და ლაიპციგში.
2000 წლიდან ის არის დებატების სახელმძღვანელოების თანაავტორი. 2004 წელს მან შექმნა აღმოსავლეთ ევროპაში პირველი სასწავლო პროგრამა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
2005 წლიდან ის ატარებს TOT ტრენინგებს, როგორც სამოქალაქო, ისე კერძო სექტორის წამომადგენლებისათვის.
2013 წლიდან ის არის დებატების საერთაშორისო ტრენერი და ქოუჩი. ის ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა ქვეყანაში.
2018 წლიდან ის ატარებს ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა თუ დეპუტატებისათვის