საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სალომე შელია

სალომე შელია

სალომე შელია

დამფუძნებელი/ გამგეობის წევრი

სალომე შელია GIDE-ს დამფუძნებელია 2009 წლიდან.

1998 წელს მან პირველად საქართველოში მასშტაბურად დანერგა დებატების ტექნიკის სასწავლო პროგრამა სხვდასხვა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამის ფარგლებში შედგა დებატების ტრენერთა კორპუსი, შედგა სატრეგნინგო პროგრამები და დაიწერა დებატების პირველი ქართული სახელმძღვანელო.

2009 წლიდან სალომე ჩართულია GIDE-ს პროექტებში, როგორც დებატების ტრენერი, კონსულტანტი და დებატების სხვადასხვა ფორმატის მსაჯი.

სალომე შელია პროფესიით მენეჯმენტის კონსულტანტია ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების მართვის, ზოგადი მართვისა და ლიდერობის საკითხებში. ის, ასევე, ეწევა აკადემიურ საქმიანობას სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესები ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა ლიდერობა, ემოციები და ორგანიზაციული კულტურა.

სალომეს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობით და ბიზნესის ადმინისტრაციის მაგისტრის (MBA) ხარისხი ქეის ვესთერნ რიზერვ უნივერსიტეტის  ბიზნეს-სკოლისა (აშშ) და საერთაშორისო მენეჯმენტის ცენტრის (უნგრეთი) ერთობლივი პროგრამის გავლის შედეგად. სალომე, ასევე, არის კოჩის უნივერსიტეტის (თურქეთი) ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (PhD)