საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

კონსტანტინე მაღრაძე

კონსტანტინე მაღრაძე

კონსტანტინე მაღრაძე

დამფუძნებელი/გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე

კონსტანტინე ორგანიზაციის დაფმუძნებელი, გამგეობის წევრი, ტრენერი და კონსულტანტია კომუნიკაციის მიმართულებით.

1998 წლიდან მუშაობს, როგორც დებატების ტრენერი, დებატების კლუბის ხელმძღვანელი, დებატების სხვადასხვა ფორმატის მსაჯი  და დებატების მასწავლებელი.

კონსტანტინეს ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით 1998-2004 წლებში ჩატარდა ათამდე საგანმანათლებლო ბანაკი, ტრენინგი მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის თბილისსა და რეგიონებში. ამ პერიოდში ის სხვადასხვა სკოლებში ასწავლიდა კარლ პოპერის დებატებს და უძღვებოდა დებატკლუბების საქმიანობას.

კონსტანტინე მაღრაძე არის დებატების სახელმძღვანელოების “კონსტრუქციული დებატები” და “დებატები არჩევნებისთვის” თანაავტორი. მას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საპარლამენტო დებატების საერთაშორისო ტურნირებში როგორც მოთამაშეს და მსაჯს სლოვენიასა და ესტონეთში. კონსტანტინე მაღრაძე იყო საქართველოს გუნდის მწვრთნელი და საერთაშორისო ტრენერი დებატების საერთაშორისო ფორუმებში ხორვატიასა და სლოვენიაში.

კონსტანტინე საკონსულტაციო ჯგუფ “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტია. 2005 წლიდან ის ატარებს ტრენინგებს, ლექციებსა და სემინარებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში, კომუნიკაციის თანამედროვე მიდგომებსა და პიარის სტრატეგიულ დაგეგმარებაში სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეების, ბიზნესის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

კონსტანტინე მაღრაძე საქართველოს „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ გამგეობის თავმჯდომარეა. იგი არის საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნის – „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“ ავტორი.