საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

სიტყვით გამოსვლების ონლაინკონკურსი 2020

სიტყვით გამოსვლების ონლაინკონკურსი 2020

სიტყვით გამოსვლების ონლაინკონკურსი 2020

სიტყვით გამოსვლების ონლაინკონკურსი პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის” მოდიფიკაციის შედეგად შეიქმნა, რათა არ შეწყვეტილიყო საგანმანათლებლო აქტივობები მსოფლიო პანდემიის დროს და მის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ დებატკლუბების წევრი მოსწავლეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან.

პროექტი განხორციელდა “გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის” მხარდაჭერით და ის მიზნად ისახავდა ერთის მხრივ, კრიტიკული აზროვნებისა და სიტყვით გამოსვლების უნარის განვითარებას მოზარდებში, ხოლო მეორეს მხრივ საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას თანამედროვე საკომუნიკაციო ან ინტერნეტსაშუალებების გამოყენებით.

ონლაინკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-17 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც არიან სასკოლო ან სხვა ტიპის დებატკლუბის წევრები.

ონლაინკონკურსში მონაწილეობა მიიღო 222-მა 14-17 წლის ასაკის მოსწავლემ, რომლებიც სასკოლო ან სხვა ტიპი დებატკლუბის წევრები იყვნენ. 222 მონაწილისგან შეირჩა ტოპ 20 სპიკერი. ტოპ ოცეულში კი, რომელიც ორ საუკეთესო ათეულად შეირჩა, მოხვდნენ როგორც გამოცდილი, ასევე გამოუცდელი მოსწავლეები.

ტოპ სპიკერები შემდგომში დაჯილდოვნენ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობებით, ბრენდირებული პრიზებით, სერთიფიკატებითა და საკანცელარიო საჩუქრებით.

საუკეთესო გამომსვლელებს, ასევე, მიეცათ უნიკალური შანსი მიეღოთ მონაწილეობა დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელში მოსახვედრადაც თითოეულ მათგანს მიეცა საშუალება გაევლო შესარჩევი კონკურსი.