საჯარო დებატები კამპანიის “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის” ფარგლებში 2020
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი შეურთდება კამპანიას ,,ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”.
ჩვენი დებატკლუბებისა და დებატებით დაინტერესებულ 300-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა საშუალება ჩართულიყო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებსა და საჯარო დებატებში.
მოსწავლეებმა გაიარეს შესარჩევი კონკურსი, რის შედეგად შეირჩა 40 საუკეთესო მოსწავლე, რომლებსაც ჩაუტარდათ საჯარო დებატებისთვის მოსამზადებელი დამატებითი ინტენსიური ტრენინგები.
ინტენსიური ტრენინგების გარდა, მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა სავარჯიშო დებატში; ხოლო ტრენინგებისა და გადამზადების შემდეგ შერჩეულმა მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა 6 საჯარო დებატში, რომლებიც ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია, ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და ასოცირების შეთანხმების შედეგად საზოგადოებისთვის მოტანილი სარგებელი სხვადასხვა სფეროში.
ორთვიანი კამპანია, რომელიც ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II“-ის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მონაწილეობით, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 9 მაისს დაიწყო, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გაფორმებიდან ზუსტად 6 წლის თავზე, 27 ივნისს დასრულდა.
საჯარო დებატების შემდეგ მასწავლებლებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბრენდირებული პრიზები, ხოლო საუკეთესო მომხსენებლებს ასევე გადაეცათ ელექტრო მოწყობილობები.