დებატები განათლებისთვის 2020
“დებატები განათლებისთვის” გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტია და 2 თვის განმავლობაში მოსწვალეებისთვის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას გულისხმობდა.
პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებსაც შეეძლოთ ჯგუფში გაწევრიანება და მონაწილეობა იმ სახალისო და საინტერესო აქტივობებში, რომლებიც განხორციელდა ონლაინპლატფორმის მეშვეობით.
პროექტის მიზანი იყო, ახალგაზრდების ჩართულობა ონლაინ დებატებში, მათ შორის ინტერაქციის ხელშეწყობა და ახალგაზრდებისთვის შექმნა იმ სივრცისა, სადაც ისინი შეძლებდნენ, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი იდეები COVID-19-თან დაკავშირებით.
პროექტი განხორციელდა ონლაინპლატფორმის – Facebook ჯგუფის – მეშვეობით.
2 თვის განმავლობაში გაიმართა ონლაინ საჯარო დებატი, სახალისო ქვიზები, ფოტო/ვიდეო კონკურსები, ვებინარები ფსიქოლოგთან, ექიმთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთან საქართველოში. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები განიხილავდნენ სხვადასხვა ფილმებს. ზემოთხსენებული აქტივობები ძირითადად მიეძღვნა COVID-19-ის თემატიკის განხილვას.
პროექტის ძირითადი წევრები იყვნენ წარმომადგენლები იმ დებატკლუბებისა, რომლებიც შეიქმნა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის” ფარგლებში 2020 წელს.
პროექტი თანხვედრაშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქციულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს იმ ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრიცნიპს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სწავლა-სწავლების პროცესს.