2012 წლიდან თბილისის მწვანე სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს დებატების კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან VIII-XII კლასების მოსწავლეები. კლუბის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა: მასტერკლასები, ბანაკები, საჯარო დებატები, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები.
მწვანე სკოლის დებატების კლუბის წევრებს არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებში.