2015 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სტუდენტური დღეების ფარგლებში, გაიმართა დებატების ტურნირი საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მთელი საქართველოდან 20-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები.
სტუდენტური დღეების ფარგლებში გამართული დებატების 2015 წლის ტურნირის გამარჯვებული გუნდი გახდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.