აღმოსავლეთ და დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის-„საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) მხარდაჭერით, 2013 წელს განხორციელდა პროექტი: „სტუდენტური დებატები პოლიტიკური რეფორმის მხარდაჭერისთვის“. პროექტში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროექტის ფარგლებში მოხდა სტუდენტების მომზადება ფორმალურ დებატებში, გაიმართა დებატების ტურნირი. გამოვლინდნენ საუკეთესო მოდებატეები და გამარჯვებული გუნდი.