“მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის”( CIPDD) მხარდაჭერით 2013 განხორციელდა საუნივერსიტეტო პროექტი: “დებატები ცვილებებისათვის”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თბილისის შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.
პროექტი მიზნად ისახავდა სტუდენტების პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დებატების სწავლების გზით სხვადასხვა აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე საჯარო დისკუსიის არსებობის უზრუნველყოფას. პროექტის ფარგლებში მოხდა სტუდენტების მომზადება დებატების ტექნიკაში, დებატების კლუბების გახსნა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლების ხელმძღვანელობით და საჯარო დებატების ორგანიზება.
პროექტი სტუდენტური დებატების რესპუბლიკური ტუნირით დასრულდა. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესო მოდებატეები, რომლებსაც გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები.