2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანიის “დაასრულე ძალადობა • End Violence”-ის ფარგლებში გაიმართა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეთა საჯარო დებატების კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართა 5 საჯარო დებატი. თითოეულ საჯარო დებატზე მოსწავლეები წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე, იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებსა და სტრატეგიებზე. საჯარო დებატების კვირეულისა და მისი დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორი მაია ქურციკიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, პროექტში ჩართული სკოლების დირექტორები და პედაგოგები პროექტის მონაწილე მოსწავლეები და მშობლები.