საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი 2013 ლიტვაში

2013 წელს ლიტვის ქალაქ დრუსკინინკაიში გაიმართა საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც დებატების საერთაშორისო საგანმანათლებლო ასოციაციის  (https://idebate.org/) მიერ იყო ორგანიზებული. ფორუმზე 14 ქვეყნის დელეგაცია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საქართველოც, რომლის სრული შემადგენლობა 8 ადამიანს ითვლიდა, აქედან 6 მონაწილე მოსწავლე. ეს მოსწავლეები, თავიანთი გამოცდილებითა და მიღწევების გათვალისწინებით შეირჩნენ საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, მათ შორის 4 თბილისის, 1 გორისა და 1 ახალციხის რეგიონებიდან.