2004 წლიდან გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია თბილისში აქტიურად ფუნქციონირებს დებატების კლუბი. მოსწავლეები ეუფლებიან ფორმალური დებატების ტექნიკას და უვითარდებათ სხვადასხვა უნარები.
კლუბის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება ისეთი აქტივობები, როგორიცაა: მასტერკლასები, ბანაკები, საჯარო დებატები, ეროვნული და საერთაშორისო ტურნირები.
მწვანე სკოლის დებატების კლუბის წევრებს არაერთი წარმატება აქვთ მოპოვებული, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ტურნირებში.