2018-19 წლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანის მუნიციპალიტეტში განხორციელდა პროექტი „დებატების კლუბები“. მონაწილეობას იღებდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემავალი საჯარო სკოლები. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იყვნენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
პროექტი ემსახურებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ორატორული უნარების განვითარებას, ადვოკატირების სწავლებას და მოსწავლეების აქტიურ ჩართვას საკუთარი რეგიონის განვითარებაში.