საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

2019 წლის ნუცა მახვილაძის სახელობის დებატების ეროვნული ტურნირი

2019 წელს, უკვე მესამედ, დებატების ეროვნული ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატის, ტრაგიკულად გარდაცვლილი, ნუცა მახვილაძის სახელზე გაიმართა.

2019 წლის ეროვნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა 100-მდე IX-XI კლასის   მოსწავლე  მთელი საქართველოდან.

ტურნირის ფარგლებში მეოთხედფინალისტი გუნდები გაემგზავრნენ ყაზგებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზაზე.

ტურნირის დაჯილდოვების ცერემონიალი  გაიმართა წიგნის სახლში “ლიგამუსი”.

ტურნირის მხარდამჭერები იყვნენ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის მწვანე სკოლა

კერძო სკოლა “ჯეჯილი”

მომავლის სკოლა

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.

ტურნირის ფარგლებში გამოვლინდნენ წარმატებული მოდებატეები, რომელთაგანც, ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგად, შეირჩა 10 საუკეთესო მოდებატე, რომელებიც  სრული დაფინანსებით გაემგზავრნენ დებატების საერთაშორისო ფორუმზე სლოვაკეთში.