საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი

  • ტელ: +995 599733306
  • Email: gedebate@gmail.com

2019 წლის დებატების საერთაშორისო აკადემია

2019 წელს დებატების საერთაშორისო აკადემიაში  სლოვაკეთში საქართველოდან შერჩეული მოდებატეთა გუნდი გაემგზავრა! ქართული დელეგაცია დებატების აკადემიის ფარგლებში, გაემგზავრა ვენაში, ხოლო შემდეგ,  ერთი კვირის განმავლობაში დაესწრო მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რომლებსაც წარუძღვნენ  დებატების საერთაშორისო ტრენერები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. საერთაშორისო დებატების აკადემიაში საქართველოსთან ერთად მიწვეულები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოდებატეები. აკადემიაში ქართული დელეგაცია იმ მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა, რომლებიც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში დადიოდნენ დებატების კლუბში, მონაწილეობას იღებდნენ ტურნირებსა თუ სხვა ღონისძიებებში, წარმატებით გამოირჩეოდნენ 2019 წლის დებატების ეროვნულ ტურნირსა და გასაუბრებაზე, ესენი არიან: ელენე კაკულია – სკოლა “ჯეჯილი” მიხეილ პაპავა-სკოლა “ჯეჯილი” თინათინ ნაზრიშვილი – გ. ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში, მარიამ ხადური – გ. ზალდასტანიშვნილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში, ქეთევან გამტკიცულაშვილი – გ. ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემია თბილისში, ნიკოლოზ ქავთარაძე – “თბილისის მწვანე სკოლა”, სალომე მაღრაძე- “თბილისის მწვანე სკოლა”, ანა სოსებაშვილი – გურჯაანის #4 საჯარო სკოლა, ლიკა ხაჩიშვილი – მუკუზანის საჯარო სკოლა, მარი ბეროშვილი – კაჭრეთის საჯარო სკოლა.